როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ძაღლს გამრავლების პერიოდში
როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ძაღლს გამრავლების პერიოდში
თით­ქმის ყვე­ლა ძუს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ აქვს გამ­რავ­ლე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნის, ანუ მძუვ­ნ­ო­ბის პე­რი­ო­დი . თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი, მა­გა­ლი­თად პრი­მი­ტი­უ­ლი აფ­რი­კუ­ლი მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი ბა­სენ­ჯი, რო­მელ­საც მგლის მსგავ­სად მხო­ლოდ ერ­თი პე­რი­ო­დი აქვს. ზო­გა­დად, სქე­სობ­რი­ვად მომ­წი­ფე­ბულ ძუს მძუვ­ნ­ო­ბის პე­რი­ო­დე­ბი მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს.

მშო­ბი­ა­რო­ბის ად­გი­ლი
მა­კე ძაღ­ლი სახ­ლში გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლის ძებ­ნას და­იწყ­ებს, სა­დაც მშო­ბი­ა­რო­ბას შეძ­ლებს. ასე­ვე იქ­ცე­ვა ვე­ლუ­რი ძაღ­ლი – ძვრე­ბა მღვი­მე­ში ან ბუ­ნაგ­ში, სა­დაც ნა­ში­ე­რე­ბის და­მალ­ვას ახერ­ხებს. მა­კე ძაღლს ლეკ­ვე­ბის გა­ჩე­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რით ად­რე მო­უმ­ზა­დეთ სამ­შო­ბი­ა­რო ყუ­თი, რა­თა მას­ში წო­ლას შე­ეჩ­ვი­ოს. წი­ნა­აღ­მდეგ
შემ­თხვე­ვა­ში, ლეკ­ვებს ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას
დაყ­რის.

და­საწყ­ი­სი
მძუვ­ნ­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ძუს ქცე­ვა ეც­ვლე­ბა _ შე­სამ­ჩნე­ვად მო­უს­ვე­ნა­რი ხდე­ბა და ხვა­დებს იზი­დავს; შე­იძ­ლე­ბა მათ­თან ერ­თა­დაც ითა­მა­შოს, მაგ­რამ შეწყ­ვი­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას გა­ურ­ბის. ეს პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლოდ ცხრა დღეს გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა იყოს 2_27-დღი­ა­ნიც. რო­დე­საც ძუს სის­ხლდე­ნის ფა­ზა და­უმ­თავ­რდე­ბა, ანუ გა­მო­ნა­დე­ნი თან­და­თან მოყ­ვი­თა­ლო ფერს შე­ი­ძენს, ძაღ­ლი შეწყ­ვი­ლე­ბის­თვის მზად არის. შემ­დეგ ეტაპ­ზე ხდე­ბა
ოვუ­ლა­ცი­ა _ ­საკ­ვერ­ცხი­დან კვერ­ცხუჯ­რე­დე­ბი გა­და­დის კვერ­ცხსა­ვალ­ში და გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შემ­დეგ იქ­ვე იწყ­ებს გან­ვი­თა­რე­ბას, შემ­დეგ მი­ე­მაგ­რე­ბა­ საშ­ვი­ლოს­ნოს კე­დელს – ამას­თა­ნა­ვე თი­თო­ე­უ­ლი ნა­ყო­ფი დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ცალ­კე­უ­ლი პლა­ცენ­ტით.

ძლი­ე­რი ფე­რო­მო­ნე­ბი
ძუ სის­ხლდე­ნის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და ჰა­ერ­ში გა­მო­ყოფს ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს – ფე­რო­მო­ნებს, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნი ვერ აღიქ­ვამს. მათ ჰა­ე­რის ნა­კა­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ახ­ლო­მახ­ლო მყოფ ხვა­დე­ბამ­დე ძალ­ზე სწრა­ფად მი­აქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სადღ­აც იქ­ვე მძუ­ნა­ვი ძაღ­ლი­ა! სის­ხლმდე­ნ ძუს სა­სე­ირ­ნოდ ნუ გაიყვანთ და თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ეზო­შიც. ის შე­ეც­დე­ბა გა­პარ­ვა­სა და გაქ­ცე­ვას მეწყ­ვი­ლის პოვ­ნის იმე­დით. ძუს შე­უძ­ლია სწრა­ფად და თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით შეწყ­ვი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ხვად­თან, ამი­ტომ ერ­თი ნა­ყა­რის ლეკ­ვებს ხში­რად სხვა­დას­ხვა მა­მა ჰყავთ.

მა­კე­ო­ბის ნიშ­ნე­ბი
მა­კე­ო­ბის და­სას­რუ­ლის­თვის ძუს სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბი უდიდ­დე­ბა და ვარ­დის­ფე­რი ხდე­ბა.

რჩევა!
ძუს მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა მძუვ­ნ­ო­ბის პე­რი­ო­დე­ბი, თუ სტე­რი­ლი­ზა­ცია არ ჩა­უ­ტარ­და.

მა­კე­ო­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა

თუ მძუვ­ნ­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ძუ და­მაკ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 63 დღის შემ­დეგ დაყ­რის ლეკ­ვებს. მა­კე­ო­ბის და­სას­რულს იწყ­ებს მყუდ­რო ად­გი­ლის ძებ­ნას, სა­დაც შეძ­ლებს მშვი­დად იმ­შო­ბი­ა­როს, ამის­თვის გა­მოდ­გე­ბა ყუ­თი (იხ. წი­ნა გვერ­დზე). მშო­ბი­ა­რო­ბის და­საწყ­ის­ში ძუ მო­უს­ვენ­რად არის, კარ­გავს მა­დას და ზოგ­ჯერ ყმუ­ის ჭინ­თვე­ბის გა­მო. ეს სიმ­პტო­მე­ბი უფ­რო ძლი­ე­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის დროს. სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ცე­მა და გა­მო­ნა­დე­ნი უტყ­უ­ა­რი ნიშ­ნე­ბია იმი­სა, რომ ლეკ­ვე­ბი მა­ლე და­ი­ბა­დე­ბი­ან. ერ­თი დღის შემ­დეგ ჭინ­თვე­ბი ძლი­ერ­დე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 30-წუ­თი­ა­ნი შუ­ა­ლე­დით იბა­დე­ბი­ან ლეკ­ვე­ბი, რაც ტი­პუ­რია ძაღ­ლე­ბის­თვის. ზოგ­ჯერ მშო­ბი­ა­რო­ბა რთულ­დე­ბა _ ლეკ­ვე­ბი გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ და სა­ჭი­რო ხდე­ბა სა­კე­ის­რო კვე­თა.

პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი
ჭიპ­ლა­რი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თი­თო­ე­ულ ლეკვს გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მი­ე­წო­დე­ბა, ახალ­და­ბა­დე­ბულს უნ­და მოს­ცილ­დეს. ძუ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ჭამს, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ჩან­დეს, მაგ­რამ ეს ნორ­მა­ლუ­რი ქცე­ვა­ა. ასე­ვე იქ­ცე­ვი­ან ვე­ლუ­რი ძაღ­ლე­ბიც, რად­გან ჭიპ­ლა­რე­ბი იზი­დავს მტა­ცებ­ლებს. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ძუ წვე­ბა და ნა­ში­ე­რებს პირ­ვე­ლად მო­ა­წო­ვებს ძუ­ძუს. ეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რად­გან რძის სა­შუ­ა­ლე­ბით ლეკ­ვე­ბი იღე­ბენ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რაც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს, ვიდ­რე მა­თი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სრუ­ლად და­იწყ­ებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ძუს რძე­ში მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­შია და მა­შინ­ვე უნ­და მოხ­ვდეს ლეკ­ვის სხე­ულ­ში. და­ე­ლა­პა­რა­კეთ თქვენს ვე­ტე­რი­ნარს ად­რე­უ­ლი დე­ჰელ­მინ­თი­ზა­ცი­ის (ბრძო­ლა მუც­ლის ჭი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ) შე­სა­ხებ, რად­გან ლეკ­ვე­ბი პა­რა­ზი­ტუ­ლი ჭი­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა და­ბა­დე­ბამ­დეც იყ­ვნენ დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი.

რჩევა!
ძუ თა­ვის ლეკ­ვებს თვალს არ აშო­რებს და თავ­გან­წირ­ვით იცავს.

ლეკ­ვე­ბის რაოდენობა

ძაღ­ლის სა­შუ­ა­ლო ნა­ყა­რი და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი ლეკ­ვის­გან შედ­გე­ბა. დეკორატიულ ჯი­შებს ძი­რი­თა­დად ნაკ­ლე­ბი ნა­ში­ე­რე­ბი ჰყავთ, დი­დებს – შე­და­რე­ბით მე­ტი. ამ გერ­მა­ნუ­ლი დო­გის ნა­ყა­რი ექ­ვსი ლეკ­ვის­გან შედ­გე­ბა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?