როგორ დავიჭიროთ ხელში პატარა ზომის ძაღლი, რომ ხერხემლისა და კუნთის ტრავმა არ მიიღოს?
როგორ დავიჭიროთ ხელში პატარა ზომის ძაღლი, რომ ხერხემლისა და კუნთის ტრავმა არ მიიღოს?
მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება პატარა ზომის ძაღლები, თუმცა, ბევრმა არ იცის მათი მოვლის წესები. ყველაზე უმნიშვნელო, მაგრამ ძაღლის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მისი ხელში სწორად დაჭერა, რომ შემდგომში ხერხემლის პრობლემები არ განუვითარდეს, რომლის განკურნებაც ძალიან რთულია.

ძაღლი, რომელიც იტანჯება ხერხემლის დაავადებებით, ხშირად უჭირავს პატრონს ისე, რომ ფეხის კუნთები მოდუნებული აქვს;

ამ დროს ძაღლის უკანა კუნთები მის მოძრაობასთან წინააღმდეგობაში მოდის;

მოქმედება 1. ფოტოზე ხედავთ, რომ უკანა ფეხები გამოიუყურება არაბუნებრივ პოზიციაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს იდაყვების, მხრებისა და თათების დაზიანება. უკანა ფეხები კიდია ყოველგვარი
დაცვის გარეშე, რა დროსაც იზრდება ზურგის დატვირთვა.

Zooclub

მოქმედება 2. ფოტოზე ხედავთ, რომ ძაღლი მკლავის ქვეშ
არის მოქცეული, რომელიც ასევე იწვევს ზურგის სრულ დატვირთვას. თუ ძაღლი ხშირად გიჭირავთ მხოლოდ ერთ მხარეს, ეს იწვევს კუნთის შესუსტებასა და ხერხემლის პრობლემებს.

Zooclub

მოქმედება 3. აღნიშნულ ფოტოზე ხედავთ, რომ ძაღლის ფეხები შედარებით მყარად არის ადამიანის მკლავზე, თუმცა, წინა ფეხი კვლავ არაბუნებრივ პოზიციაშია და ხერხემალი დახრილი. თუ ძაღლს ხშირად ატარებთ მსგავსად მისი ხერხემალი დროთა განმავლობაში მოიხრება.

Zooclub

მოქმედება 4. ფოტოზე ხედავთ, რომ ზურგი მეტ ნაკლებად სწორ პოზიციაშია, თუმცა, წინა ფეხი კვლავ არაბუნებრივად არის ჰაერში.

Zooclub

მოქმედება 5. ხედავთ, რომ ერთი თათი ზევიდან არის მოქცეული, ხოლო მეორე მხარეს ადამიანის ხელი ცხოველის იდაყვშია, მსგავად ხელში ჭერაც არ არის რეკომენდირებული, რადგან ბეჭის სწორი მდგომარეობა აუცილებელია მკერდის ძვალის სისწორისათვის.

Zooclub

მოქმედება 6. ამ ფოტოზე ხედავთ ძაღლის წინა კიდურებს, რომლებიც არაბუნებრივად წინ არის გაწეული, რაც კუნთის დაზიანებას იწვევს.

Zooclub

მოქმედება 7. ეს არის სწორი ტარების პოზა პატარა ზომის ძაღლისთვის. ძაღლის ხელში ტარებისას აუცილებელია, ხელით გააკეთოთ პლატფორმა, რათა მან თავისუფლად შეძლოს მოკალათება. მსგავსი ხელში ჭერით, მისი ხერხემალი და კუნთები არ ზიანდება.

Zooclub

ასევე იხილეთ:

რა რაოდენობით წყალი უნდა დალიოს ყოველდღიურად ძაღლმა?

რამდენიმე რჩევა თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის

რამდენად სწორად აბანავებთ თქვენს ძაღლს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?