ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება ძაღლებში
ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება ძაღლებში
შარდის ბუშტის ანთება - ანუ ცისტიტი. დაავადების მიზეზი ხშირად შეჭრილი ინფექციაა, რომელის გარკვეული წესების დაცვით, შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ.
ცისტიტი შარდის ბუშტის შინაგანი ქსოვილების მწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესია. უმეტეს შემთხვევაში ინფექცია შარდის ბუშტში აღწევს.


სიმპტომები
ავადმყოფ ძაღლებს შარდის ხშირი და მცირე რაოდენობით გამოყოფა აღენიშნებათ, შარდს შეიძლება, სისხლი გამოყვეს. ძაღლები ვერ ითმენენ და გარეთ გასვლამდე სახლში შარდავენ. შარდის გამოყოფა შეიძლება, მტკივნეული იყოს. ამ პროცესის დროს ხვადი ძაღლები დისკომფორტის გამო ჯდებიან. ავადმყოფ ძაღლებს მუცელზე ნებისმიერი შეხება ან ხელში აყვანის მცდელობა არ სიამოვნებთ. ორგანოების ხელით
გასინჯვისას შეიძლება შეამჩნიოთ, რომ გადიდებულია შარდის ბუშტი.


მიზეზები
როგორც ითქვა, ცისტიტის ძირითადი მიზეზი, როგორც წესი,
ინფექციაა, ხშირად ბაქტერიალური. ბაქტერიების განსაზღვრული რაოდენობა შარდის გამომყოფ სადინარშია.
ძაღლი ცისტიტამდე შეიძლება მიიყვანოს შარდის გამოყოფის პროცესის არევამ, რომლის დროსაც ცხოველი შედარებით ხშირად შარდავს და გამოყოფილი შარდის რაოდენობა იცვლება. ამ არევის მიზეზი ხშირად კენჭების ან სიმსივნის პრობლემაა. ასევე, მიზეზი შეიძლება, გახდეს - ნერვიული დარღევა, გასეირნების რეჟიმის დარღვევა, ტრავმები, ავთვისებიანი სიმსივნე და შაქრის დიაბეტი.
ჩვეულებრივი ბაქტერიალური ინფექცია მედიკამენტებით მკურნალობას ექვემდებარება, განსაკუთრებით საშიშია ავთვისებიანი სიმსივნე და შაქრის დიაბეტი. განსაკუთრებულად მიშვებულ შემთხვევებში ინფექცია შარდის ბუშტიდან შეიძლება თირკმელებში მოხვდეს.
როგორც წესი, ძუები უფრო ხშირად ავადდებიან ცისტიტით, ვიდრე ხვადები.


დიაგნოსტიკა
როგორც კი ძაღლს დაავადების სიმპტომებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. ექიმი გასინჯავს ცხოველს, ასევე, სპეციალური კათეტერის დახმარებით გასინჯავს არხებს. ვეტერინარი კათეტერით შარდს ლაბორატორიაში სინჯისთვის აიღებს. ხანდახან დიაგნოზის დასმისთვის შეიძლება, რენტგენი გახდეს საჭირო.


მკურნალობა
თერაპევტი ბაქტერიული ინფიცირების შემთხვევაში ავადმყოფ ძაღლებს 10 დღით ანტიბიოტიკებს უნიშნავს, რეკომენდირებულია წყლის სმა და მუცლის არეზე თბილი კომპრესები.
ძაღლმა, ხშირად მოშარდისთვის, რაც შეძლება დიდი ოდენობის წყალი უნდა დალიოს. 


პროფილაქტიკა
დაიცავით გასეირნების რეჟიმი, რეგულარულად გაიყვანეთ ძაღლი ქუჩაში. ამგვარად ის აღარ ეცდება შარდის შეკავებას და უზრუნველყოფს შარდის ბუშტის გამორეცხვასა და სადინარების ბაქტერიებისგან გაწმენდას.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?