ტანსაცმელმა ძაღლს შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას
ტანსაცმელმა ძაღლს შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას
ვეტერინარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტანსაცმელმა შესაძლოა, ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას. ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ცხოველის სამოსი იწვევს, კანის დაავადებებია.

არაერთი პატრონი საკუთარი ოთხფეხა ბინადრისთვის ყიდულობს სხვადასხვა ხარისხის ტანსაცმელს, რათა ეს უკანასკნელი სიცივისგან ან წვიმისგან დაიცვას.ზოგიერთები კი აღიარებენ, რომ საკუთარ ძაღლს აღიქვამენ, როგორც აქსესუარს, და  იმიჯისთვის აცვამენ, მაგრამ მსგავსმა გართობამ, შესაძლოა, ცხოველს კანის პრობლემები შეუქმნას.

თუ თქვენს ოთხფეხა ბინადარს კანის გაღიზიანება ან გამონაყარი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. სპეციალისტის დროული დახმარება მთავარი ფაქტორია, რათა ძაღლს დაეხმაროთ და მდგომარეობა არ გართულდეს.

თუ ვეტერინარების ნაწილს
დაუჯერებთ, ყინვასა და თოვლში სეირნობისას ძაღლს არ ემუქრება გაციება, ხოლო წვიმიან ამინდში სახლში დაბრუნებულ ცხოველს
ბეწვი სწრაფად უშრება. ამიტომ, არ ღირს შინაურ ბინადარს შეუქმნათ დისკომფორტი და გამოაწყოთ ის სხვადასხვა სამოსში.

ასევე იხილეთ:

როგორ დავიჭიროთ ხელში პატარა ზომის ძაღლი, რომ ხერხემლისა და კუნთის ტრავმა არ მიიღოს?

როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ძაღლს გამრავლების პერიოდში

როგორ მივხვდეთ არის თუ არა ჩვენი ძაღლი ავად
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?