რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან
რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან
თუ თქვენს ბინადარს თავი კედელზე აქვს მიდებული და ასე იმყოფება დიდი ხნის განმავლობაში, მას სერიოზული ჯანმთელობის პრობლემა აქვს და აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. ამ ქცევას ეწოდება "თავის მიბჯენა" ("head pressing") , ამ დროს ცხოველები რაიმე მყარი ზედაპირისკენ არიან თავით მიბჯენილები, დიდი დროის განმავლობაში. ეს საქციელი შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის ტვინის დაავადებამ, ნერვიული სისტემის დაზიანებამ და ა.შ. აუცილებელია ამ შემთხვევის დროს თქვენი ძაღლი, ან კატა დროულად წაიყვანოთ ვეტერინართან.

Zooclub

მიზეზი შესაძლოა სხვა
დახვა დაავადება იყოს:

პროენცეფალური დაავადება (რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის წინა ნაწილი და თალამუსი).

სიმსივნე (ტვინის ან თავის ქალის).

მეტაბოლიზმის დარღვევა, როგორიც არის ჰიპერ ან ჰიპონატრემია (ნატრიუმის
დიდი ან მცირე რაოდენობა სისხლის პლაზმაში).

ენცეფალიტი (თავის და ზურგის ტვინის ანთება. ბევრ მიზეზს შეუძლია ენცეფალიტის გამოწვევა. მათ შორის: ბაქტერიას, ვისურსს, პარაზიტებს, სოკოს და ტკიპებით გადაცემულ დაავადებებს).

ღვიძლისმიერი ენცეფალიტი (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით).

ნერვიული სისტემის ინფექცია (ცოფი, პარაზიტები, ბაქტერია, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია).

თავის ტრავმა.

Zooclub

არ შეგეშალოთ ისეთ მოქმედებაში, როგორიც არის ცხოველისგან თავის დადება ადამიანზე სითბოს გამოხატვის მიზნით, ან სხვა ცხოველის მიმართ თავის მიდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ბინადარი ავადაა.

Zooclub

"თავის მიბჯენა" გამოიხატება მხოლოდ იმ ქმედებით, რა სახითაც არის ფოტოებზე აღბეჭდილი, რომელიც ასევე შეიცავს მოქმედებებს, როგორიც არის:

წრიულად არაადეკვატური სიარული.
სახის ჩამალვა (სახე მიმართულია მიწისკენ და გარინდებული მზერა).
გამოსახულების გაორება (ბარბაცით, უჩვეულო სიარული).
გარეგნული პრობლემები.
კრუნჩხვა.
კუთხეებში კედლის მხარეს თავმიბჯენილი დიდხანს ყოფნა.

Zooclub

თუ შეამჩნევთ თქვენს ბინადარს მსგავს ნევროლოგიურ პრობლემებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რადგან დაავადება სერიოზულია და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?