პატარა ჯიშის ძაღლების სწორი კვება
პატარა ჯიშის ძაღლების სწორი კვება
პატარა ჯიშის ძაღლები პოპულარობას უკვე ათობით წელიწადია ინარჩუნებენ. ეს არ არის გასაკვირი: თანამედროვე რეალიები (პატარა საცხოვრებელი ადგილი, მჭიდრო გრაფიკი, ზოოპროდუქციის მაღალი ფასი) მომავალი ბედნიერი მფლობელების საშუალებებსა და ფანტაზიას ზღუდავს.

საბედნიეროდ, ცხოველთა მოყვარულებიდან ყველას შეეძლება თავისი სასურველი მინიატურული ჯიშის ძაღლი შეარჩიოს: იორკშირტერიერი, ჩიხუახუა, ბიშონ ფრიზე, პაპილიონი, თოი ტერიერი, მალტური ბალოკა და ბევრი სხვა.

ჯიბის ცხოველები თავის პატრონებს ძალიან ცოტა პრობლემას უქმნიან და არ შეაქვთ პატრონების რეჟიმში კარდინალური ცვლილებები: ისინი არ საჭიროებენ ყოველდღიურ სეირნობას, ეტევიან პატარა ჩანთაში, შეუძლიათ მგზავრობისას კომპანიონობა და არასოდეს გაძლევენ
მოწყენის საშუალებას.

ამავე დროს, პატარა ჯიშის ძაღლებს აქვთ რიგი განსაკუთრებულობა, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ
მათ სახლში მიიყვანთ. ეს საჭიროა მათი მაქსიმალური კომფორტისათვის. 

საქმე იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევაში დეკორატიული ძაღლები ხელოვნურად არიან გამოყვანილი, მაშასადამე ძალიან ნაზები არიან, მათი ჯანმრთელობა მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს: ისინი გენეტიკურად მიდრეკილები არიან რიგი დაავადებებისკენ, მათ შორისაა ძვლების, ტვინის, კუჭნაწლავისა და პირის ღრუს პრობლემები.

გარდა ამისა, ჯუჯა ჯიშის პატრონებს ურჩევენ, ცხოველები მუდმივად ყავდეთ ვეტერინარის დაკვირვების ქვეშ და დროულად ჩაუტარონ ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა.

დეკორატიული ძაღლების ავადმყოფობის ისტორია ფიზიკური განვითარებით გამორჩეულია. ლეკვები ბევრად მალე აღწევენ სქესობრივ მოწიფულობას.

იმისთვის, რომ ძვლებმა და მუსკულატურამ ასეთი მოკლე დროის მანძილზე მოასწროს ფორმირება, პატარებს განსაკუთრებული რაციონი სჭირდებათ, რომელიც სავსე იქნება ცილით და ხარისხიანი ინგრედიენტებით სავსე ცხიმებით.

მიუხედავად გაბარიტებისა, მგლების ეს მინიატურული შთამომავლები საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მენიუ საკმაოდ კალორიული უნდა იყოს. გარდა ამისა, გრანულების სიდიდეც განსხვავებული უნდა იყოს.

პატარა ჯიშის ძაღლების კვების ოპტიმალური ვარიანტია სპეციალიზირებული კვება - ის თითქმის ყველა მსხვილი მწარმოებლის ხაზშია.

ვიტამინისა და მინერალების კომპლექსის მიღმა მის შემადგენლობაში არსებობენ პრე და პრობიოტიკები, რომლებიც ცხოველს საკვების გადამუშავებაში ეხმარება და იმუნიტეტს აძლიერებს. ასევე, რაციონის შერჩევისას საჭიროა, მასში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ალერგენის - ხორბლის არარსებობას მიექცეს ყურადღება.

მინიატურული სიდიდე და ნაზი გარეგნობა უდავოდ იწვევს მოწონებას და შეცოდებას, სურვილი გაქვთ მათი მოთხოვნისთანავე მისცეთ უკანასკნელი ლუკმა, მაგრამ არ იჩქაროთ!
ასეთი ჯიშის ძაღლებს ძალიან მგრძნობიარე კუჭნაწლავი აქვთ და სიმსუქნისკენ არიან მიდრეკილნი, ამიტომ მოიკრიბეთ ძალა და არ მიაქციოთ ყურადღება სადილის დროს მის სასოწარკვეთილ თვალებსა და წკმუტუნს. ასევე, კარგი იქნება, თუ ყურადღებას დაუთმობთ მათ ფიზიკურ მდგომარეობას - ავარჯიშებთ და გაწვრთნით.

თუ ამ უბრალო რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი პატარა ბინადარი ჯანმრთელი იქნება და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?