შეიძლება თუ არა ძაღლს საკვებად მისცეთ ყველი?
შეიძლება თუ არა ძაღლს  საკვებად მისცეთ ყველი?
ძაღლების უმრავლესობას მოსწონს ყველი და თუ საშუალება ექნებათ, მისი დიდი  რაოდენობით ჭამა შეუძლიათ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველი შინაური ცხოველისთვის სასარგებლოა. ისევე როგორც ადამიანმა, ძაღლმაც შეიძლება, მიირთვას მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვები.

ძაღლის ძირითად მენიუს უნდა წამოადგენდეს სპეციალურად დამზადებული ხარისხიანი საკვები და ყოველდღიურად გამოცვლილი სუფთა წყალი. შინაური ცხოველის არასწორი კვების შედეგი შესაძლოა გახდეს მისი მიდრეკილება ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების მიმართ.

მარგამ შეიძლება თუ არა ძაღლისთვის ყველი? პასუხი: თუ ამისთვის არსებობს რაიმე მიზეზი, დიახ.

სინამდვილეში, არანაირი მიზეზი არ არსებობს, გარდა უჩვეულო გემოს შეგრძნებისა. ყველი
ძაღლისთვის საზიანო არაა, მაგრამ ეს პროდუქტი ცხოველს პირდაპირი მნიშვნელობით არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ ყველი
ჩართოთ მის რაციონში, როგორც განსაკუთრებული სასუსნავი, რომელსაც ზოგჯერ მიაწვდით.

როგორ მოქმედებს ყველი ძაღლის ორგანიზმზე?

თუ ძაღლი ბევრ ყველს შეჭამს, მის ორგანიზმს გაუჭირდება ამ პროდუქტის ბოლომდე გადამუშავება, ამიტომ დიდი ალბათობით, მას დიარეა დაემართება. ზოგიერთ შინაურ ბინადარს აქვს ლაქტოზას აუტანლობა, ამ შემთხვევაში დამატებითი გართულება გარდაუვალია. თუ იცით, რომ თქვენს ძაღლს აქვს მსგავსი პრობლემა, უმჯობესია, ყველი საერთოდ არ მისცეთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძაღლისთვის აუცილებელი არაა მრავალფეროვანი კვება. მას შეუძლია და უნდა მიიღოს ერთი და იგივე საკვები. მთავარია, პროდუქტი იყოს ხარისხიანი და მისი ორგანიზმისთვის შესაფერისი.

შინაური ბინადრის მფლობელების უმეტესობა თვლის, რომ ცხოველისთვის ერთფეროვნება (ამ შემთხვევაში საკვების მხრივ) მომაბეზრებელია, თუმცა,  ეს სინამდვილეს არ შეეფერება.

თუ შემთხვევით ძაღლმა შეჭამა ყველი (მოიპარა)

თუ ძაღლმა მიირთვა დიდი რაოდენობით ყველი (მაგალითად, ერთი თავი), როგორც ზევით მოგახსენეთ, დიარეის დიდი ალბათობაა, მაგრამ თუ მან შეჭამა ყველის ერთი ან ორი ნაჭერი, არ არსებობს ნერვიულობის მიზეზი, რადგან ძაღლი მას მარტივად გადაამუშავებს.

ასევე იხილეთ:

რა უნდა ვაჭამოთ ძაღლს?!

რომელი ხილი/ბოსტნეული შეიძლება ძაღლისთვის?

სპეციალისტებმა ძაღლებისთვის სასიკვდილოდ საშიში პროდუქტები დაასახელეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?