ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც შესაძლოა, საზიანო იყოს თქვენი ძაღლისთვის:
შოკოლადი: ალბათ გაგონილიც გექნებათ, რომ ძაღლისთვის შოკოლადი არასასურველი პროდუქტია და ეს სიმართლეა. შოკოლადი შეიცავს კოფეინ-სიმულატორს. ამ გემრიელი საკვების მიღებისას, ძაღლს შესაძლოა, დაეწყოს გულისრევა, დიარეა, გულის აჩქარება და ა.შ.
ყურძენი და ქიშმიში: იმ დროს როდესაც ეს პროდუქტი ადამიანისთვის სასარგებლოა, ამ საკვებმა
ხახვი: ამ პროდუქტმა შეიძლება, პრობლემები შეუქმნას თქვენს ოთხფეხა ბინადარს, მის ორგანიზმში ერითროციტების მომატებით.
ავოკადო: ეს მცენარე საზიანოა თქვენი ოთხფეხა ბინადარისთვის. ცხოველს შესაძლოა, მუცელი ასტკივდეს და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდეს.
ალკოჰოლი: ალკოჰოლის მძაფრი სუნიც კი, გარკვეულ ზიანს აყენებს თქვენს ოთხფეხა ბინადარს. ეს სასმელი, ფაქტობრივად, საწამლავია ძაღლებისთვის.
ეს ნაწილია იმ საკვებისა, რაც თქვენი ცხოველისთვის საზიანოა. გაითვალიწინეთ, რომ ძაღლი არ არის ადამიანი. მისთვის არა ერთი საკვებია სასარგებლო, რასაც ადამიანი მიირთმევს. თუმცა, როდესაც თქვენს ოთხფეხა ბინადარს სუფრიდან რამეს მიაწოდებდეთ, დაფიქრდით. ეს ნამდვილად ის საკვებია, რაც მისთვის ნებადართულია?
ასევე იხილეთ:
რატომ ამბობს უარს საკვებზე ძაღლი?
10 შეცდომა ძაღლის კვებისას
9 სასარგებლო პროდუქტი თქვენი ძაღლებისთვის