5 საყურადღებო ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ფარულ ტკივილს განიცდის
5 საყურადღებო ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ფარულ ტკივილს განიცდის
ძაღლებში ტკივილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ამ დროს სასურველია, პატრონი მალევე მიხვდეს, თუ რა აწუხებს შინაურ ბინადარს და დროულად მიმართოს ვეტერინარს. იმისათვის, რომ ძაღლის
ფარული დაავადება ამოვიცნოთ სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

ძაღლის ბეწვის უხარისხო ფაქტურა

Zooclub

ძაღლები თავის ბეწვზე არ ზრუნავენ ისე, როგორც კატები, თუმცა, ისინი თავად ცდილობენ ბეწვის სისუფთავე შეინარჩუნონ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბინადრის ბეწვის ფაქტურა შესამჩნევად შეიცვალა და ის ადრინდელთან შედარებით უხარისხოდ გამოიყურება, ალბათობაა იმისა, რომ თქვენი ძაღლი განიცდის ტკივილს და მას აღარ შესწევს ბეწვის გაწმენდის უნარი.

უმიზეზო აგრესია

Zooclub
რომ თქვენი ძაღლი ფარულ ტკივილს განიცდის" />

ძაღლის არაადეკვატური აგრესია შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა პრობლემით. ერთ-ერთი მათგანი ტკივილია. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ძაღლი მოფერების ან ხელის მოკიდების დროს აგრესიას გამოხატავს, შესაძლოა მისი საქციელი დაკავშირებული იყოს შინაგან ტკივილთან.

გახშირებული სუნთქვა

Zooclub

ძაღლს საერთო დისკომფორტმა შეიძლება სუნთქვის უკმარისობა შეუქმნას. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი სირბილით არ არის დაღლილი ან არ სცხელა და ის მაინც მძიმედ სუნთქავს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რომ დაადგინოს, რა აწუხებს ცხოველს.

სხეულის ერთი და იმავე ადგილის ხშირი ლოკვა

Zooclub

თუ თქვენი ძაღლი ერთი და იმავე ადგილს ხშირად ილოკავს, შეამოწმეთ იმავე მიდამოებში მისი სხეული და დარწმუნდით, რომ ცხოველს ზედაპირული დაზიანება არ აქვს.

როცა ძაღლი შფოთავს

Zooclub

ნორმალურია, როცა ძაღლი დაწოლამდე ერთ ადგილას წრიულად ტრიალებს, თათებით თელავს და შემდეგ წვება, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ ის ამ მოძრაობებს ზედიზედ რამდენჯერმე აკეთებს და დისკომფორტს განიცდის, ეს შესაძლოა ტკივილთან იყოს დაკავშირებული.

ასევე იხილეთ:

რა რაოდენობით წყალი უნდა დალიოს ყოველდღიურად ძაღლმა?

რამდენიმე რჩევა თქვენთვის და თქვენი ძაღლისთვის

ბეწვის ცვენა ძაღლებში

ირაკლი1
ცხვირი ცხელი თუ აქვს,მაშინ სერიოზულად ავად არის!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?