ვიდეოგალერეა
მოვლა
ტექსტის ზომა + -
რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?
რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?
იმ შემთხვევაში, თუ პროფესიონალურ დეტალებს არ ჩაუღრმავდებით, ძაღლების მოყვარულები იყოფიან ორ ნაწილად:

1. პირველი ნაწილი უპირატესობას ჯიშიან ძაღლებსა და მათ გამორჩეულ თვისებებს ანიჭებს.
2. მეორე ნაწილი 100%-ით დარწმუნებულია, რომ ნამდვილი მეგობარი მისი წინაპრების მიხედვით არ განისაზღვრება.

შინაური ბინადრის აუცილებელი თვისებები

იმ ადამიანმა, რომელსაც ჯიშიანი ძაღლის აყვანა სურს, შეძენამდე აუცილებელია კარგად შეისწავლოს იმ სახეობის თვისებები, რომელი ჯიშის ყიდვაც აქვს გადაწყვეტილი. ყოველ მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საკუთარი ნაკლოვანებების გათვალისწინებაც. მაგალითად, დიდი ზომის ჯიშისთვის აუცილებელია სივრცე, დრო და ენერგია მოვლისთვის, ვარჯიში და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ძაღლი შემდეგი თვისებებით:

კომპანიონი;

მცველი;

დარაჯი;

მარტოობის შემამსუბუქებელი;

იმიჯის ნაწილი.

ჯიშიანი ძაღლის დადებითი მხარე:

ჯიშიანი ძაღლის შერჩევისას ლეკვობიდან იცით, რა ზომის გაიზრდება, როგორი თვისებები ექნება და ა.შ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყოველი ჯიში გარკვეული დაავადებების მიმართ მიდრეკილია. ეს საშუალებას მოგცემთ, წინასწარ მინიმუმამდე დაიყვანოთ ამ დაავადების რისკი.

არიან პატრონები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია შინაური ბინადრის გამოყვანა სხვადასხვა გამოფენაზე. მფლობელს ამ სიხარულს მხოლოდ ჯიშიანი
ძაღლი ანიჭებს.

მაქსიმალური სიამოვნება და მინიმალური თანხა

ჯიშიანი ძაღლების მოყვარულები დიდ თანხას იხდიან იმისთვის, რომ სასურველი ძაღლი იყოლიონ, თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ერთგულ ოთხფეხა მეგობარს ეძებენ და წარმომავლობას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. შედეგად, მათ აყავთ მეტისი.
აუცილებელია იცოდეთ, რომ მეტისი განსხვავდება ჯიშიანი ძაღლისგან საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტით. ამასთანავე, არაერთი დადებითი მხარე აქვს:

არ არის აუცილებელი საკვების სპეციალური რაციონის შერჩევა;

ის საუკეთესო დარაჯია;

სწრაფად ადაპტირდება ახალ გარემოში.

იმის გამო, რომ მეტისის გენოტიპი დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჯიშისგან შედგება, ეს ძაღლები გამოირჩევიან განსაკუთრებული გონიერებით. ცალკეულ შემთხვევებში, მეტისი დაჯილდოვებულია სხვადასხვა ჯიშისგან მიღებული გენების უნიკალური თვისებებით.

მეტისის ლეკვის არჩევის შემთხვევაში ერთგულ კომპანიონსა და მეგობარს შეიძენთ.
რაც შეეხება გამოფენებს: რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქვეყანაში, სპეციალური კლუბების დახმარებით, იმართება მეტისების გამოფენები. საქართველოში ანალოგიური გამოფენა გასულ წელს ჩატარდა.

ასევე იხილეთ:

11 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აიყვანოთ თავშესაფრიდან ზრდასრული ძაღლი და არა ლეკვი

ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული ბოლო მონაცემებით

ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებიან

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
თეგებით მსგავსი სიახლეები
უსინათლო ხნიერმა კატამ სრულიად შეცვალა ერთი ბიჭის ცხოვრება (+ვიდეო)
სამი წლის წინ ირლანიელმა პატრიკ კორმა უსინათლო და მოხუცი კატა ვეტ. კლინიკაში შემთხვევით ნახა.
25.03.2015
პატრონი შოკში იყო, როცა ნახა რა მოუყვანა ძაღლმა
შინაური ბინადრები "გვასაჩუქრებენ" სხვადასხვა უცნაური ნივთით, რომლებსაც ეზოში სეირნობის დროს
02.03.2015
ყველაზე ძვირად ღირებული კატა მსოფლიოში
კატები უკვე ათას წელზე მეტია, ცხოვრობენ ადამიანების გვერდით და დიდი ხანია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შინაური ცხოველია დედამიწაზე. ძველ ეგვიპტელებს ეს ლამაზი და გრაციოზული არსება თავის სამფლობელოებში ჰყავდათ და მას ეთაყვანებოდნენ.
03.04.2014
ბოლო სიახლეები
თბილისის ზოოპარკი საჩუქრად 22 ცხოველს მიიღებს
თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების მეორე ნაკადს მიიღებს.
27.05.2016
თბილისის ყველა უბანში შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ყველა უბანში წინასწარ შერჩეულ 60 ლოკაციაზე
25.05.2016
ინგუშმა ბიჭმა ინდაურს ჩახუტება ასწავლა (+ვიდეო)
ინგუშეთის მცხოვრებმა თავის ინდაურს შეხვედრისას ჩახუტება ასწავლა.
25.05.2016
ძაღლები სასაცილო და უცნაურ სიტუაციებში (34 ფოტო)
ძაღლების სახალისო ფოტოკრებული, რომელშიც უცნაური და სასაცილო მომენტებია
24.05.2016
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მეცხოველეობის მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ,
23.05.2016
 რუსთავსა და მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა
ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა.
23.05.2016
ძია ნოდარი და მისი ერთგული მეგობარი ნემო
რამდენიმე წლის წინ, ტელესივრცეში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც, გარკვეული დროის განმავლობაში, მოსახლეობას ძაღლების შესახებ რჩევებს აძლევდა.
23.05.2016
ესპანეთში “ტორო დე ლა ვეგას” დღესასწაულზე ხარების ხოცვა აკრძალეს
ესპანეთის ხელისუფლებამ ყოველწლიურ ნაციონალურ დღესასწაულზე “ტორო დე ლა ვეგა", რომელიც ტორდესილიასში იმართებოდა, ხარების ხოცვა აკრძალა.
23.05.2016
ძაღლის 15 ჯიში, რომლებსაც ბეწვი სხვებთან შედარებთ ძალიან სცვივათ
ჩვენ მიერ წარდგენილი ყოველი ძაღლის ჯიში ძალიან ლამაზი და საყვარელია. სხვა ჯიშიანი თუ არაჯიშიანი ძაღლის მსგავსად,
23.05.2016
ორანგუტანგი შეშინებული ეჭიდება ერთადერთ ხეს მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ტყე გაკაფეს
"ის არ თმობდა იმ სახლს და იმ ადგილს, სადაც გაიზარდა. ადრე ეს ადგილი
23.05.2016
გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
დაიკარგა 3 წლის ხვადი ინგლისური სეტერი (ლავერაკი).
15.03.2016
დაიკარგა 1 წლის ციმბირული ჰასკი.

21.03.2016
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა ვეიმარანერი.
31.03.2016
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
ყველაზე მეტად რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ცხოველების შესახებ?