10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად ბედნიერია
10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად ბედნიერია
პატრონის ყველაზე დიდი სურვილია, საკუთარ შინაურ ბინადარს ლაპარაკი შეეძლოს, რათა მან უთხრას, რა აწუხებს, რატომ არის მოწყენილი ან რა ახარებს... ძაღლის უმეტეს მფლობელს გონია, რომ ყოველთვის ხვდება საკუთარი ოთხფეხა მეგობრის გასაჭირს, თუმცა, ეს ასე არაა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ძაღლს ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველაფერი აქვს, გადახედეთ 10 მინიშნებას, რომლებიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს კმაყოფილ ცხოველს.

მშვიდი თვალები

Zooclub

სპეციალისტების თქმით, თუ ძაღლი მშვიდი და კმაყოფილია, ეს მის თვალებზე აუცილებლად აისახება. ამ დროს ცხოველის თვალები ნორმალური ფორმისაა და პერიოდულად მშვიდად ხუჭავს. მიაქციეთ ყურადღება სხვადასხვა აქტივობის
დროს მისი თვალის ფორ
მას. ამგვარად მარტივად მიხვდებით მის განწყობასაც.

ენა

Zooclub

სპეციალისტების თქმით, როცა ძაღლი ბედნიერია მას პირი ცოტა ღია აქვს და ენა გადმოგდებული (შესაძლოა ეს დაღლილობისგანაც მოხდეს, როცა ბევრი ირბინა ან სტრესის და ტკივილისგან), მაგრამ დაღლილობისგან განსხვავებით, ის არ უნდა ქოშინებდეს. ბედნიერი ძაღლი მომღიმარი სახით, ენა გადმოგდებული გარემოს აკვირდება.

რას ნიშნავს "ყურების კომფორტული განლაგება"?

Zooclub

გაღიზიანებულ ძაღლს ყურები თავთან აქვს მიკრული, ტკივილის შეგრძნებისას - გვერდებზე გაწეული, ხოლო განგაშისას - ზევით აცქვეტილი. ბედნიერი ძაღლის ყურები სწორედ ისევეა განლაგებული, როგორც ფოტოზე აღბეჭდილი ძაღლისა, თუმცა, ყველაფერი ცხოველის ჯიშზეა დამოკიდებული.

კუდის მოძრაობა

Zooclub

ძაღლის სხეულის ძირითად ენას წარმოადგენს მისი კუდი. ცხოველის კუდის მოქმედებით, პატრონი მარტივად მიხვდება მის განწყობას. სპეციალისტების თქმით, როცა ძაღლი ბედნიერია, მისი კუდი ბუნებრივ მდგომარეობაშია და პერიოდულად ირხევა.

სხეულის განტვირთვა

Zooclub

დააკვირდით თქვენი ძაღლის მთლიან სხეულს, თუ ყველა კუნთი მოშვებულია, ის ბედნიერია. იმ დროსაც კი, თუ ის თამაშობს.

როცა ძაღლი კარგად იკვებება

Zooclub

ძაღლის ყველა მფლობელმა იცის, რომ თუ ძაღლი კარგად იკვებება ე.ი. ის ჯანმრთელია, თუმცა, საკვებზე უარის თქმა შეიძლება სხვა ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული. მაგალითად, თუ ის განიცდის და დარდობს.

როცა ძაღლი აქტიურია

Zooclub

ძაღლი არ არის კატა. მას არ უნდა ეძინოს დღე-ღამის განმავლობაში 20 საათი. ბედნიერი ძაღლი ყოველთვის უნდა იყოს თამაშისა და სირბილის ხასიათზე. თუ თქვენს ძაღლს დღის განმავლობაში დიდი ხანი სძინავს ან გარეთ სეირნობას სახლში მოკალათება ურჩევნია, შესაძლოა, რაღაც აწუხებს.

როცა ძაღლი ყურადღებას ითხოვს

Zooclub

ბედნიერი ძაღლი ყოველთვის ცდილობს დიდი დრო გაატაროს ოჯახის წევრებთან და ითხოვს ყურადღებას - ყეფით, წკმუტუნითა და თუნდაც მსუბუქი კბენით.

როცა ძაღლი აღფრთოვანებულია

Zooclub

ნაცნობი სიტუაცია - როდესაც ბრუნდებით სახლში, თქვენი ძაღლი იმდენად გახარებულია, თითქოს დიდი ხანია არ შეხვედრილხართ ერთმანეთს. ბედნიერ ძაღლს ყოველთვის ახარებს მსგავსი მოვლენები (ეს მისთვის მოვლენაა), ასევე საკვები, თამაში, სეირნობა და ა.შ. თუ თქვენს ძაღლს მსგავსი რამ არ ახარებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ღრმა ძილი

Zooclub

როცა ძილის დრო მოდის, იძინებს თუ არა თქვენი ძაღლი კომფორტულად? ბედნიერ ძაღლს ახასიათებს ღრმა ძილი, ხოლო თუ მას რაიმე სტრესი აქვს, ღამე იღვიძებს რამდენჯერმე, დადის ოთახებში, იცვლის დასაძინებელ ადგილს და ამ პროცესს იმეორებს რამდენჯერმე. სტრესულ მდგომარებოაში მყოფი ძაღლი ვერ ახდენს ბოლომდე განტვირთვას, რომ კომფორტულად დაიძინოს. ამ შემთხვევაში რჩევა კითხეთ ვეტერინარს ან ძაღლების მწვრთნელს.

ასევე იხილეთ:

11 ფაქტი: რა არ მოსწონთ ძაღლებს ადამიანებისგან?

10 საიდუმლო, როგორ გეუბნებათ თქვენი ძაღლი "მე შენ მიყვარხარ"

რატომ ლოკავს ძაღლი პატრონს?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?