მან ღობეს ფანჯარა გაუკეთა, რომ ძაღლებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლებოდათ (+ფოტო)
მან ღობეს ფანჯარა გაუკეთა, რომ ძაღლებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეძლებოდათ (+ფოტო)
ღობე სულაც არაა მშენებლობის ყველაზე მეგობრული ობიექტი, რადგან მათ ჩვეულებრივ ადამიანებისა და ნივთების გასაყოფი დანიშნულება აქვთ. მაგრამ შინაური ცხოველის ამ ხელოვანმა პატრონმა, თავისი და მეზობლის ძაღლების გამო, წესები შეცვალა.

მან ძაღლებისთვის ღობეში ფანჯარა გააკეთა.

პატრონის თქმით, იდეა გაჩნდა მის სამ ძაღლზე დაკვირვების შემდეგ, რომლებიც ღობეებს შორის ღრიჭოდან უყურებდნენ მეზობელ ძაღლებს.

მან გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ისინი ერთმანეთს დაინახავდნენ.

“ძაღლები ტკბებიან ფანჯრით", - ამბობს ის, - "ისინი ყოველ დილით გამოდიან და ერთმანეთს სტუმრობენ. ისინი ღობესთან დაჭერობანას თამაშობენ, მაგრამ ჩემი აზრით,
ახლა ეს უკვე ბევრად საინტერესოა, რადგან მათ ერთმანეთის დანახვა შეუძლიათ. ძაღლები ერთმანეთს ესიყვარულებიან, ხანდახან კი
უბრალოდ უყურებენ ან უყეფენ ერთმანეთს”.

პირველად არ ხდება, როდესაც შინაური ცხოველების პატრონებმა იმდენი ყურადღება გამოიჩინეს, რომ დაეკმაყოფილებინათ მათი ბინადრების სურვილები. აი, იმ ადამიანების მაგალითები, რომლებიც ძაღლებისთვის ღობეებს ფანჯრებს უკეთებენ.

იმედია, ეს იდეა თქვენც მოგეწონებათ და ძაღლებს უფრო გაახალისებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?