5 საშუალება, თუ როგორ უნდა გააღრმავოთ თქვენს ძაღლთან კონტაქტი
5 საშუალება, თუ როგორ უნდა გააღრმავოთ თქვენს ძაღლთან კონტაქტი
თუ ცხოველებს შორის ძაღლის აყვანაზე შეაჩერეთ არჩევანი, შესაძლოა, გსურთ, გყავდეთ ერთგული მეგობარი და კომპანიონი.  ძაღლი საოცარი არსებაა, რომელიც ადამიანმა მრავალი წლის წინ მიიჩვია. თქვენ ერთად შეძლებთ, შეცვალოთ ცხოვრება დადებითად -დაიწყოთ აქტიური ცხოვრება, გამოხატოთ მზრუნველობა და უბრალოდ, იყოთ პოზიტიურ განწყობაზე. თუ გსურთ, რომ თქვენი შინაური ბინადრის კარგად გესმოდეთ, სულიერად დაუახლოვდეთ მას, გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს.

შეძლებისდაგვარად დიდი დრო დაუთმეთ ოთხფეხა მეგობარს

Zooclub

ეს მნიშვნელოვანია. შეეცადეთ დასვენების დღეებში ერთად წახვიდეთ ქალაქგარეთ და დღე ბუნებაში გაატაროთ. ეს დაგეხმარებათ თქვენს ბინადართან დაახლოებაში, ასევე, ერთმანეთს კარგად გაიცნობთ. გარდა
ამისა, ლაშქრობა, სასიამოვნო იქნება, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ძაღლისთვის.

ძაღლისთვის ვარჯიში აუცილებელია

Zooclub
თუ როგორ უნდა გააღრმავოთ თქვენს ძაღლთან კონტაქტი" />

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძაღლი კარგი აღზრდილი და დამჯერია, ვარჯიში ერთად "მუშაობისთვის" ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის დღეში ერთი საათი სრულიად საკმარისია. იხილეთ ვიდეოები, სადაც პროფესიონალები ძაღლებს წვრთნიან და ასწავლეთ თქვენს ძაღლს მარტივი ბრძანებები  (სდექ! დაჯექი! და ა.შ.). ის სიხარულით შეასრულებს თქვენს მითითებებს. ერთმანეთთან დაახლოებისთვის ეს ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.

მოეფერეთ თქვენს ძაღლს

Zooclub

ძაღლის პატრონების უმეტესობას ამის შეხსენება არ სჭირდება, თუმცა, როცა ძალიან დაკავებულები ვართ, გვავიწყდება, რომ ჩვენს ოთხფეხა ბინადარსაც სჭირდება პატრონის სითბო. ნუ დაგავიწყდებათ, ყოველდღიურად, რამდენიმე წუთი დაუთმოთ ცხოველს - მოეფერეთ მას და უთხარით თბილი სიტყვები. 

ეცადეთ, ძაღლის ქცევები და სურვილები ამოიცნოთ

Zooclub

იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ აფუჭებს ძაღლი ნივთებს, რატომ ისაქმებს სახლში და ა.შ. აუცილებელია მისი ხასიათის გაგება. ყველა ძაღლი ინდივიდუალურია. ის ყოველთვის თქვენს გარშემო ტრიალებს და ცდილობთ გაგაგებინოთ, როდის რა სურს. თუ კარგად დაუკვირდებით, აუცილებლად მიიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს. ძაღლები ხშირ შემთხვევაში აზიანებენ ნივთებს, როდესაც დიდი დროით მარტო რჩებიან, ასე გამოხატავენ ისინი პროტესტს.

კომუნიკაცია

Zooclub

ყველა ურთიერთობის გასაღები კომუნიკაციაა. კომუნიკაციით მიხვდებით, რას უნდა ელოდოთ თქვენი შინაური ბინადრისგან და რას არა. ეცადეთ, რომ თამაშისა და ვარჯიშის დროს თქვენი კავშირი მჭიდრო იყოს. ეს ურთიერთობის გამყარებაში დაგეხმარებათ.

ასევე იხილეთ:

10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად ბედნიერი


ვეტერინარის რჩევა: განტვირთვის მასაჟი ძაღლებისთვის

6 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?