ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან
ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან
ძაღლის  სხვადასხვა ჯიშს განსხვავებული გარეგნობა აქვს. დიდი ზომის ძაღლის არაერთ ადამიანს ეშინია. უმეტესობა მათგანს შთამბეჭდავი და თვითდაჯერებული გამომეტყველება აქვს, თუმცა, ისინი დიდი ბავშვებივით არიან. თუ ეძებთ გიგანტურ, მაგრამ ამავე დროს მშვიდი ბუნების შინაურ ცხოველს, გადახედეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ჯიშებს. 

ნიუფაუნდლენდი

Zooclub

ნიუფაუნდლენდი დიდი, ძლიერი ძაღლის ჯიშია, რომელსაც წყლის მაშველის დანიშნულება აქვს. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან სოციალური, ლოიალური და მოსიყვარულე ცხოველია. ნიუფაუნდლენდი "დიდი ბავშვია" , რომელსაც  პატრონის კალთაში მოკალათება და მოფერება მოსწონს.

მასტიფი

Zooclub

მასტიფი მოდარაჯე ძაღლია, თანამედროვე მასტიფი "ნაზი გიგანტია".  ეს ჯიში დიდი ზომის
იზრდება, ასევე, უძლიერესია, თუმცა, პატრონების მიმართ საოცრად მოსიყვარულე. ის დამჯერი ცხოველია, თუ სწორად გაწვრთნით. მიუხედავად
მისი გარეგნობისა და თავისებური ხასიათისა, მასტიფი ბავშვების გარემოცვაში ბედნიერია.

გერმანული დოგი

Zooclub

ეს  უზარმაზარი ძაღლის ჯიშია, რომლის მოვალეობაც დარაჯობაა, თუმცა, გერმანულმა დოგმა დროთა განმავლობაში თავისი მოვალეობები დაკარგა. დღეს ის ცნობილია, როგორც სულელი ჯიში, რომელსაც უყვარს თამაში და თავგადასავლები.

გერმანული დოგი საოცრად სოციალური და ნაზი ძაღლია, რომელსაც ძალიან მოსწონს  ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

ბერნული ზენენჰუნდი

Zooclub

ამ გიგანტურ ჯიშს ბევრი სამუშაო აქვს, რაც მოიცავს ტვირთის ზიდვასა და ცხვრის ფარის დაცვას. ის სოციალური, თბილი ხასიათის ცხოველია, რომელსაც ძალიან მოსწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ახალი მეგობრების შეძენა. ზენენჰუნდი საოცრად აქტიური ძაღლია, მას მოსწონს დიდი სივრცე და თამაში.

ირლანდიური მგლის მახრჩობელა

Zooclub

ამ ჯიშს ნადირობისა და დარაჯობისთვის იყენებენ. მისი დიდი გაბარიტები შოკისმომგვრელია, თუმცა, ირლანდიური მგლის მახრჩობელა საოცრად დამჯერი და სოციალური არსებაა. ის ინტელიგენტი და მშვიდი ძაღლია.

ბულმასტიფი

Zooclub

ბულმასტიფის შესახედაობა და სიდიდე არაერთი ადამიანისთვის შიშის მიზეზი ხდება, სწორედ ამიტომ, ის საუკეთესო დამცველად ითვლება, თუმცა, ჯიში დამჯერი და ნაზია. ის ძლიერი ძაღლია, მაგრამ მგრძნობიარე და მოსიყვარულე პატრონების მიმართ.

დიდი შვეიცარიული ზენენჰუნდი

Zooclub

შვეიცარიული ზენენჰუნდიც დიდი ზომის ძაღლია, რომელსაც ფერმაში მუშაობისთვის იყენებენ. ის საოცრად მოსიყვარულე, დამოუკიდებელი და ინტელიგენტია, თუმცა, მოსწონს ცელქობა. ის ოჯახიდან არჩევს ერთ წევრს, რომელზეც განსაკუთრებით შეყვარებულია. ხშირ შემთხვევაში მისი სიყვარულის ობიექტი ბავშვი ხდება.

სენბერნარი

Zooclub

სენბერნარი ფაქიზი ჯიშის  კლასიკური მაგალითია. იგი თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა ადამიანების მიმართ, მათ შორის ბავშვების. ის მზრუნველი, ლოიალური და მოსიყვარულე ძაღლია. სწორედ ამას ითხოვს სენბერნაირის საქმიანობაც - თოვლში დაკარგული ადამიანების ძებნა და გადარჩენა. მისი გარეგნობა შესაძლოა, შიშისმომგვრელი იყოს, თუმცა, სენბერნარს კეთილი  გული და თბილი ხასიათი აქვს.

ასევე იხილეთ:

10 ყველაზე რთულად გასაწვრთნელი და ჯიუტი ძაღლის ჯიში

ძაღლის 12 ჯიში, რომლებსაც სხვა ძაღლებზე მეტად ურჩევნიათ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა

ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?