ალასკური მალამუტი
ეს დიდი, ძლიერი ძაღლის ჯიში შესანიშნავად ეგუება ყინვებს. მას აბამენ დატვირთულ მარხილში, რათა ყინულიან ზედაპირზე ტვირთი გადაიტანოს. მალამუტის ძირითადი დანიშნულება დღესაც იგივეა. მისი სხეული დაფარულია სქელი თივთიკით, რომელიც ყინვის დროს საიმედოდ იცავს. ეს ჯიში
ციმბირული ჰასკი
ეს შემდეგი მარხილის მუშა ძაღლია და ციმბირის კლიმატისთვის გამოიყვანეს. მალამუტის მსგავსად, მასაც აქვს თბილი თივთიკი, რომელიც ეხმარება ცხოველს თბილი შინაგანი ტემპერატურის შენარჩუნებაში -21 გრადუსზეც კი. ჰასკი ძალიან აქტიური ჯიშია, მისი გენები ყოველდღიურ დატვირთვასა და მუშაობას ითხოვს.
ტიბეტური ტერიერი
თუ ეზოსთვის ეძებთ საშუალო ან პატარა ზომის ძაღლს, ტიბეტური ტერიერი საუკეთესო არჩევანია. ეს ჯიში ტიბეტში გამოიყვანეს, რათა ცივი კლიმატის დროსაც კი ეზოს უდარაჯოს. ის საუკეთესო კომპანიონი და ბავშვების დიდი მოყვარულია.
ნორვეგიული ელკჰაუნდი
ეს ჯიში ნორვეგიაში გამოიყვანეს, მისი ძირითადი დანიშნულება ირემზე, ლოსსა და მეტიც, მგელზე ნადირობაა. ელკჰაუნდს ყინვასა და თოვლში სქელი ტყავი და ხშირი თივთიკი იცავს. იგი საოცრად ჭკვიანი, ლოიალური და ერთგულია პატრონის მიმართ.
სამოედი
ჰასკის მსგავსად, სამოედის ძირითადი დანიშნულება მარხილის სათავეში დგომაა. ეს ჯიში დიდი, ძლიერი, მაგრამ საოცრად მეგობრულია. მისი ულამაზესი თეთრი ბეწვი ყინვასა და თოვლში ძაღლის სხეულს მაქსიმალურად იცავს. სამოედი სოციალური, მეგობრული და ლოიალური ძაღლია.
სენბერნარი
სენბერნარი დიდი, ძლიერი ჯიშია, რომლის ძირითადი დანიშნულებაც თოვლში დაკარგული ადამიანების ძებნაა. ეს ნაზი გიგანტი თოვლით გაუვალ ალპებში მარტივად გადაადგილდება, რათა დაკარგული ადამიანები აღმოაჩინოს. სენბერნარი ასევე წარმატებით ასრულებს დარაჯისა და მცველის მოვალეობას.
ასევე იხილეთ:
ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან
ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ
ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც საუკეთესო მცველები არიან