ძაღლის მშობიარობა და პრობლემები, რამაც ლეკვების გაჩენამდე შესაძლოა, თავი იჩინოს
ძაღლის მშობიარობა  და პრობლემები, რამაც  ლეკვების გაჩენამდე შესაძლოა, თავი იჩინოს
პატარა, საყვარელი ლეკვების დაბადება მნიშვნელოვანი სიახლეა ძუ ძაღლის ცხოვრებაში, ამიტომ პატრონი კარგად უნდა მოემზადოს. ის მოსაზრება, რომ ყველა ცხოველის გამრავლების პროცესი მარტივად, სწრაფად, უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს მითია.  მშობიარობის პროცესში ადამიანის დახმარება არაერთი ძაღლის ჯიშს სჭირდება. განსაკუთრებით, დიდი ზომის ან ყველაზე პატარა ჯიშის ძაღლებს შეიძლება, სპეციალისტის დახმარება დასჭირდეთ.

ვეტერინარები მაკე ძაღლის მფლობელებს ურჩევენ, მშობიარობის მოახლოების ბოლო დღეებში დიდი ხნით მარტო არ დატოვონ თავიანთი შინაური ბინადარი. პატრონის გვერდით ყოფნა დაამშვიდებს ოთხფეხა ბინადარს და ცხოველს სტრესის დაძლევაში დაეხმარება.

გამონადენი მშობიარობის წინ

მშობიარობის წინა
პერიოდი ძაღლის ქცევებს ცვლის. შინაური ბინადარი მარტივად ღიზიანდება, შფოთავს და, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიასაც ამჟღავნებს. აუცილებელია, ყურადღება
მიაქციოთ მის ხასიათს: ამ დროს ძაღლი არ გააღიზიანოთ და არ გაანერვიულოთ, რადგან შეიძლება, არაადეკვატურად მოიქცეს, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

მშობიარობის მოახლოების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სასქესო ორგანოდან მოთეთრო მონაცრისფრო სქელი წებოვანი ნივთიერების გამოყოფაა. მაკე ძაღლის გამონადენი, რომელსაც თან ახლავს უსიამოვნო სუნი, არ არის საშიში.

თუ შინაური ბინადრის მფლობელი შეამჩნევს, რომ ძაღლის გამონადენს თან ერთვის გახრწნილი სუნი და მუქი ფერი (მწვანე ან ყავისფერი) ან სხეულის ტემპერატურა მომატებულია, აუცილებელია ვეტერინართან ცხოველის წაყვანა. მსგავსი სიმპტომები მიუთითებს პლაცენტის გამოყოფას ან დაუბადებელი ლეკვების სიკვდილს. ამ შემთხვევაში, ძაღლის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი სასწრაფო ოპერაციაა, რომელიც პროფესიონალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს.

ტემპერატურა მშობიარობის წინ

მაკე ძაღლის ტემპერატურის ცვლილება ბუნებრივი მოვლენაა. ამ მხრივ პატრონმა არ უნდა ინერვიულოს, როგორც ძაღლის ხშირ სუნთქვაზე. მაკე ძაღლის ნორმალური ტემპერატურა 38-38,6 გრადუსია, ხოლო მშობიარობის წინ ის უნდა შემცირდეს ორ-ნახევარი ხაზით.

მნიშვნელოვანია, რომ  პატრონმა ძაღლს ტემპერატურა დილა-საღამოს შეამოწმოს. თუ მშობიარობის წინ ძაღლის სიცხე არ მცირდება და მეტიც - იმატებს, აუცილებლად დაუკავშირდით ვეტერინარს.

პატრონი და მისი ძაღლი

სტატიის დასაწყისში ნათქვამი იყო, რომ მაკე ძაღლის ქცევები იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ შინაური ბინადარი შესაძლოა, გახდეს ნერვიული  და აგრესიული, მფლობელი ამ ფაქტს მშვიდად უნდა შეხვდეს და არ უნდა გამოავლინოს ცხოველის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.

უსაფრთხო მშობიარობის მთავარი პირობა - პატრონისგან ძაღლის მიმართ გამოხატული თბილი დამოკიდებულება, მოფერება, მშვიდი გარემო  და მზრუნველობა.

ასევე იხილეთ:

როდესაც ოჯახში ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ლეკ­ვე­ბი არიან...

ძაღლთან და მის ნა­ყარ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა

რატომ განსხვავდებიან გარეგნულად ძაღლები ერთმანეთისგან?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?