რომელი მინიატურული ძაღლის ჯიშები შეიძლება იყოლიოთ პატარა ბინაში?
რომელი მინიატურული ძაღლის ჯიშები შეიძლება იყოლიოთ პატარა ბინაში?
პატარა ბინაში ყველა მინიატურული ძაღლის ჯიში თავს კომფორტულად არ გრძნობს. ზოგიერთ ძაღლს სჭირდება დიდი სივრცე, რათა მან სიცოცხლის სიხარული შეიგრძნოს.


არიან პატარა ჯიშის ძაღლები, რომლებსაც სისტემატურად სჭირდებათ ფიზიკური დატვირთვა და ხშირი სეირნობაც კი არ ჰყოფნით იმისათვის, რომ ენერგია დახარჯონ. თუმცა, არიან ძაღლები, რომლებიც იდეალურად ეგუებიან მცირე ზომის ბინას.

ჩიხუახუა

Zooclub

ეს ჯიში საოცრად აქტიური, მაგრამ მას სუსტი ძვლები ქვს და მალე იღლება. ის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია პატარა ბინის პირობებში.

ში-ცუ

Zooclub

ფუმფულა და საყვარელი შესახედაობის ში-ცუს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აქვს. ამ ჯიშის
ძაღლისთვის ფიზიკური დატვირთვა რეკომენდირებული არაა, რადგან ამ დროს  ქალასშიდა (ჰიპერტენზია)  წნევა იმატებს. სხვა მხრივ, ის
საოცრად თბილი ძაღლია, რომელსაც ბავშვები ძალიან უყვარს.

ტოი-ტერიერი

Zooclub

ტოი ტერიერი ბუნებით ძალიან ზარმაცი ძაღლია. მას მოსწონს სირბილი, თუმცა, მალევე ბეზრდება და უპირატესობას სავარძელზე, ბალახზე გორაობას ანიჭებს. ეს ჯიში საოცრად ერთგული მეგობარია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ირჩევს მხოლოდ ერთ პატრონს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პატრონისგან მიტოვებული ტოი-ტერიერი დარდისგან მომკვდარა.

იორკშირული ტერიერი

Zooclub

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია. მისი ბეწვი ჰიპოალერგიულია, ხოლო ძაღლისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი თითქმის არ აქვს. იორკშიურილი ტერიერი სავარძლისთვის იდეალური ძაღლია.

ჩინური ქოჩორა

Zooclub

ძაღლების ზოგიერთ მოყვარულსაც კი არ მოსწონს ეს ქოსა ძაღლის ჯიში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ის საოცრად ჭკვიანი და ერთგული ცხოველია. მისი გაწვრთნა მარტივია და ტოი-ტერიერის მსგავსად, ისიც სიცოცხლეში მხოლოდ ერთ პატრონს ირჩევს. ქოჩორას კანის საფარი არ იწვევს ალერგიას, მაგრამ მას ბავშვების გარემოში ყოფნა დიდად არ მოსწონს. გასაკვირი არც არის, რადგან თავად ბავშვივით იქცევა. ის ერთ-ერთი სასაცილო და სახალისო ჯიშია, რომელიც პატარა ბინის პირობებს იდეალურად ეგუება.

ასევე იხილეთ:

5 დიდი ძაღლის ჯიში, რომლებიც შეიძლება პატარა ბინის პირობებშიც იყოლიოთ

ძაღლის 15 ჯიში, რომლებსაც ბეწვი სხვებთან შედარებთ ძალიან სცვივათ

10 ყველაზე დიდი და მძიმე წონის ძაღლის ჯიში მსოფლიოში

ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში "ლეკვებად" რჩებიან

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?