როგორ იქცევიან ძაღლები უცნობებთან
როგორ იქცევიან ძაღლები უცნობებთან
ძაღ­ლი მახ­ვი­ლი სმე­ნის წყა­ლო­ბით, უც­ნო­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას, ხში­რად თქვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით ად­რე იგებს . ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ვლინ­დე­ბა ჭიშ­კრის გა­ღე­ბის ან ხრეშ­მოყ­რილ გზა­ზე გავ­ლი­ს დროს. ძაღ­ლი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად სწავ­ლობს ასე­თი ხმე­ბის ამოც­ნო­ბას.

სწო­რი წვრთნის სა­ჭი­რო­ე­ბა
ლეკ­ვებ­მა, ჩვე­უ­ლებ­რივ, არ იცი­ან ყე­ფა ან ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვა. მაგ­რამ, რო­დე­საც ძაღ­ლე­ბი სქე­სობ­რივ სიმ­წი­ფეს მი­აღ­წე­ვენ, სხვაგ­ვა­რად იქ­ცე­ვი­ან. ცალ­კე­უ­ლი ჯი­შე­ბი უც­ნო­ბე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვიან, ამიტომ თა­ვი­დან­ვე სწო­რად უნ­და გა­იწ­ვრთნან აგ­რე­სი­ის მო­სა­თო­კად.

წი­ნას­წა­რი გაფ­რთხი­ლე­ბა
უც­ნო­ბის შე­მოს­ვლას კარ­-მი­და­მო­ში, ძაღ­ლი პატ­რონ­ზე გა­ცი­ლე­ბით ად­რე იგებს, გან­სა­კუთ­რე­ბით დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ. ამ დროს, იგი მო­უ­ლოდ­ნე­ლად იწყ­ებს ხმა­მა­ღალ ყე­ფას. შე­მოჭ­რი­ლი ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნი
არ იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ენო­ტიც აღ­მოჩ­ნდეს. ამ დროს ყე­ფა, მარ­თლაც, სა­ჭი­რო­ა, მაგ­რამ ამ ქცე­ვას კონ­ტრო­ლი
სჭირ­დე­ბა. თქვენ უნ­და ას­წავ­ლოთ ძაღლს, რომ აღარ გა­აგ­რძე­ლოს ყე­ფა მას მე­რე, როცა უც­ნო­ბი სახ­ლში თქვე­ნი­ვე ნე­ბარ­თვით შე­ვა. რო­გორც კი დარ­წმუნ­დე­ბა რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე­ა, უნ­და დამ­შვიდ­დეს.

გუ­ლა­დი ფი­ნია
ჯეკ რა­სელ ტე­რი­ე­რი ცნო­ბი­ლი­ა, რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ის და პატ­რო­ნის­თვის თა­ვგა­მო­დე­ბუ­ლი მცვე­ლი ჯი­ში. თუ ქუ­ჩა­ში უც­ნო­ბი მო­გი­ახ­ლოვ­დათ, შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი დაც­ვაც კი სცა­დოს.

ცუ­დი ხა­სი­ა­თი
ბორ­დერ კო­ლი ძალ­იან ჭკვი­ა­ნი­ა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ცუ­დად და ზოგ­ჯერ, აგ­რე­სი­უ­ლა­დაც იქ­ცე­ო­დეს, თუ საკ­მა­რი­სი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ ექ­ნე­ბა.

ფუ­ჭი მუ­ქა­რა
ძაღ­ლი ხვდე­ბა, რო­დე­საც სტუმ­რად მო­სულ ადა­მი­ანს არ მოს­წონს იგი და ამი­ტომ შე­ში­ნე­ბის მიზ­ნით, უყეფს, სახ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი კუთხ­ი­და­ნაც კი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძაღ­ლი ძალ­იან იშ­ვი­ა­თად თუ მი­ვარ­დე­ბა უც­ნობს. ასე შე­იძ­ლე­ბა მა­შინ მო­იქ­ცეს, თუ ვი­ღაც სახ­ლში შე­მო­გეჭ­რათ და თავს და­გეს­ხათ. სა­ბო­ლო­ოდ, ძაღ­ლი ეჩ­ვე­ვა სახ­ლის ხშირ სტუმ­რებს, მა­გა­ლი­თად ფოს­ტა­ლი­ონს, და მოკ­ლედ შეჰ­ყეფს, ზუს­ტად ისე, რო­გორც სახ­ლთან მო­ახ­ლო­ე­ბულ ნე­ბის­მიერ ადა­მი­ანს, შემ­დეგ კი მათ მი­მართ ინ­ტე­რესს სა­ერ­თოდ კარ­გავს.

სა­ფოს­ტო ყუ­თის მძარ­ცვე­ლი
ხში­რად  ძაღ­ლებს არ მოს­წონთ ნივ­თე­ბის, მა­გა­ლი­თად წე­რი­ლე­ბის ან გა­ზე­თე­ბის სახ­ლში შე­მოყ­რა, კარ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი სა­თა­ნა­დო ჭრი­ლი­დან. რო­გორც კი გა­ი­გო­ნე­ბენ ფოს­ტა­ლი­ო­ნის ნა­ბი­ჯებს, წა­მოხ­ტე­ბი­ან, მი­ვარ­დე­ბი­ან ია­ტაკ­ზე დაყ­რილ ფოს­ტას, პირს დას­ტა­ცე­ბენ და აქეთ-ი­ქით გამ­წა­რე­ბით იქ­ნე­ვენ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ არის დამ­ტა­რე­ბე­ლი - რე­აქ­ცია იგი­ვე იქ­ნე­ბა. თუ გა­რეთ არ გაქვთ სა­ფოს­ტო ყუ­თი, შე­გიძ­ლი­ათ, კარ­ზე მი­ა­მაგ­როთ ისე, რომ ძაღ­ლი ვერ მის­წვდეს. უა­რე­სი იქ­ნე­ბა, თუ ფოს­ტას სახ­ლში თქვე­ნი არ­ყოფ­ნის დროს მო­ი­ტა­ნენ, რად­გან ძაღ­ლის საქ­ცი­ელს ვე­ღარ გა­მო­ას­წო­რებთ. ის შე­იძ­ლე­ბა, უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­დეს და ყე­ფა გა­ნაგ­რძოს, რად­გან ამით თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ას იცავს. უპ­რი­ა­ნი­ა, ში­ნი­დან გას­ვლის წინ, ძაღ­ლი ყო­ველ­თვის გა­მო­კე­ტოთ იმ კა­რი­დან შორს, სა­დაც ფოს­ტა მო­აქვთ.

რჩევები
ყო­ველ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლია უც­ნო­ბებ­მა იცოდ­ნენ, რომ ძაღ­ლი გყავთ. ამის­თვის ჭიშ­კარ­ზე რა­ი­მე ნი­შა­ნი და­კი­დეთ. თუ ძაღ­ლმა უც­ნობს ყე­ფა და­უწყ­ო, მი­სი ყუ­რადღ­ე­ბა სხვა რა­მე­ზე გა­და­ი­ტა­ნეთ, მაგალითად სა­თა­მა­შო შეს­თა­ვა­ზეთ.

თა­ვის დაზღ­ვე­ვა
რო­დე­საც ვინ­მე კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნებს, რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, უმ­ჯო­ბე­სი­ა, ჯერ ძაღ­ლი ჩა­კე­ტოთ სხვა ოთახ­ში, სა­ნამ სტუმ­რის მოს­ვლის მი­ზეზს გა­არ­კვევთ. ძაღ­ლი აღარც ყე­ფას და­უწყ­ებს უც­ნობს, არც ქუ­ჩა­ში გა­იქ­ცე­ვა. მაგ­რამ, თუ სტუმ­რის სახ­ლში შე­მო­პა­ტი­ჟე­ბას აპი­რებთ, მა­შინ აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, პი­რი­ქით მო­იქ­ცეთ. თუ ძაღლს ჩა­კე­ტავთ, ის გაბ­რაზ­დე­ბა და კა­რის ფხაჭ­ნას და­იწყ­ებს – გა­მოშ­ვე­ბას მო­ითხ­ოვ­ს, თა­ნაც გა­უ­თა­ვებ­ლად იყე­ფებს. გა­ცი­ლე­ბით უპ­რი­ა­ნი­ა, ჯერ დარ­წმუნ­დეთ, რომ სტუ­მარს ძაღ­ლე­ბის არ ეში­ნი­ა, შემ­დეგ კი თქვენს ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარს მას­თან შეხ­ვედ­რის ნე­ბა მის­ცეთ, თქვე­ნი­ვე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ცო­ტა ხან­ში, ძაღლი თავს და­გა­ნე­ბებთ.

ფრთხილად!
კას­ტრი­რე­ბუ­ლი ხვა­დე­ბი ნაკ­ლებ აგ­რე­სი­ას ავ­ლე­ნენ უც­ნო­ბე­ბის მი­მართ. ეს პრო­ცე­დუ­რა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია ოდით­გან­ვე მო­და­რა­ჯე ჯი­შე­ბად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლე­ბის­თვის.



მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

Wanderer -ს
ვისაც აინტერესებს ჯიგარო. ვისაც ძაღლები უყვარს. ბოდიში ახლა შარლატან კინოლოგებს თუ გამჯობინებენ ამის წაკითხვას :D
Wanderer
ვისთვისაა ეს უცხოურიდან სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ინფო სასარგებლო?
TuTa
რამოდენიმე წლის წინ ორი ნაგაზი მყავდა ერთდროულად-გერმანული და შოტლანდიური. ვცხოვრობდი 3 ოთახიან ბინაში მშობლებთან, ძმა-რძალთან და ძმიშვილთან ერთად. ვინაიდან ძაღლის ხშირი დაბანა არ არის რეკომენდირებული რეგულარულად კვირაში ერთხელ ვწმენდდი ძმარგარეულ წყალში დასველებული ღრუბელით. არც სუნს შევუწუხებივართ და არც მათ სიდიდეს-თავისი ადგილი იცოდნენ...
gvanca
ავოიეეე პუდელი კარგი ვარიანტია სუნი არ აქვს და ბეწვსაც არ ყრის ასევე ძალიან კარგი ხასიათიც აქვს და ზომითაც არ არის დიდი
avoieee
ძაღლი მინდა,მაგრამ მეუბნებიან სუნი აქვს და სახლში სტუმარს ვერ შემოიყვანო.რომელი ჯიში ჯობია?პატარა ძაღლი მინდა.მარის ძაღლი კაი ტიპი ყოფილა,მაგნაირს თუ აქვს სუნი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?