როგორ იქცევა ძაღლი მგზავრობის დროს? ...
როგორ იქცევა ძაღლი მგზავრობის დროს? ...
თუ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა და ხში­რად ვივ­ლით სა­მოგ­ზა­უ­როდ, შე­იც­ვლე­ბა ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაც . თვით­მფრი­ნა­ვით თუ გე­მით, ან უბ­რა­ლოდ ავ­ტო­მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას ძაღ­ლე­ბი ხში­რად თან გვახ­ლავს. ისი­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად რე­ა­გი­რე­ბენ ახალ გა­რე­მო­ზე იმის­და მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა იგი მა­თი სახ­ლის­გან.

უმ­წეო ფი­ნი­ე­ბი
პა­ტა­რა ძაღ­ლე­ბი სწრაფ დი­ნე­ბა­ში ცურ­ვას ცუ­დად იტა­ნენ. ამ ში-­ცუს, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, უბე­დუ­რე­ბა შე­ემ­თხვეს – წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გოს და წყალ­ში აღ­მოჩ­ნდეს.

ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბა
ზო­გი­ერთ ძაღლს ძალ­ზე აღი­ზი­ა­ნებს ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბა, მაგ­რამ თუ ლეკ­ვო­ბი­დან­ვე მი­აჩ­ვევთ ამას, ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლად მოგ­ვარ­დე­ბა და სირ­თუ­ლე­ე­ბი აღარ შე­გექ­მნებათ. ეს კი­დევ
ერ­თხელ ადას­ტუ­რებს, რომ ძაღ­ლი უაღ­რე­სად შემ­გუ­ე­ბე­ლი ბუ­ნე­ბი­სა­ა, ბე­ბე­რიც კი, რო­მელ­საც არა­სო­დეს უმ­გზავ­რია ავ­ტო­მან­ქა­ნით; თუმ­ცა მას
სა­ა­მი­სოდ უფ­რო მე­ტი ხა­ნი დას­ჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდას.
ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად, ძაღ­ლებ­საც მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოთ ე.წ. ზღვის ავად­მყო­ფო­ბა, რი­სი მი­ზე­ზიც მა­ნამ­დე გა­მო­უც­დე­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი­ა, თუმ­ცა, ეს შეგ­რძნე­ბე­ბი მა­ლე­ვე გა­უვ­ლით. ამ გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ლეკ­ვი ხან­და­ხან ცო­ტა ხნით ასე­ირ­ნეთ ავ­ტო­მან­ქა­ნით. მგზავ­რო­ბის წინ მო­ე­რი­დეთ საკ­ვე­ბის მი­ცე­მას, რად­გან ამ დროს იზ­რდე­ბა გუ­ლის­რე­ვის ალ­ბა­თო­ბა. ჩას­ვით შე­სა­ფე­რის ყუთ­ში, რომ მან­ქა­ნა­ში არ იფორ­თხოს; თუ გუ­ლი აე­რე­ვა, გაწ­მენ­და გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა და მან­ქა­ნის სა­ლო­ნიც არ გა­ჭუჭყ­ი­ან­დე­ბა.

თა­ვის დაზღ­ვე­ვა
ყო­ველ­თვის იზ­რუ­ნეთ თქვე­ნი ძაღ­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად ძაღ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ნა­ოს­ნო­ბი­სას თან მიჰ­ყავთ, არ­სე­ბობს მაშ­ვე­ლი ჟი­ლე­ტე­ბი იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ იგი წყალ­ში გა­და­ვარ­დე­ბა. ამ სუ­რათ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი­ა, რომ ჟი­ლეტს ზურ­გზე აქვს სა­ხე­ლუ­რი, რი­თაც ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ძაღ­ლის წყლი­დან ამოყ­ვა­ნა.

რო­დე­საც საყ­ვა­რელ ცხო­ველ­თან ერ­თად მგზავ­რობთ

უსაფ­რთხო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. მარ­თა­ლი­ა, ბევრ ძაღლს მოს­წონს მოძ­რა­ვი მან­ქა­ნის ღია ფან­ჯრი­დან ყუ­რე­ბა, თქვენ კი ეს უნ­და და­უ­შა­ლოთ, რად­გან შემ­ხვედ­რმა ქარ­მა შე­იძ­ლე­ბა თვა­ლე­ბი გა­უ­ღი­ზი­ა­ნოს. თუ ძაღ­ლი ფან­ჯა­რა­ში თა­ვის გა­ყო­ფას შე­ეც­დე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­იქ­ცევს მძღო­ლის ყუ­რადღ­ე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ავა­რი­ის მი­ზე­ზი გახ­დეს. არ­სე­ბობს მცი­რე რის­კიც, რომ ძაღლს გამ­ვლელ­მა მან­ქა­ნამ გაჰ­კრას.

საფ­რთხე წყალ­ში

ძაღ­ლი, რო­მე­ლიც სახ­ლთან ახ­ლომ­დე­ბა­რე ტბა­ში ხში­რად და­ცუ­რავ­და, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­იძ­ლე­ბა წყალ­ში ჩა­საფ­რე­ბულ ალი­გა­ტორს გა­და­ე­ყა­როს თბილ და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლებ­ში. სა­შიშ­რო­ე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია – ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქვე­წარ­მავ­ლე­ბი ხა­ლი­სით ნა­დი­რო­ბენ ძაღ­ლებ­ზე და თუ პი­რი ჩა­ავ­ლეს, მი­სი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი თით­ქმის ქრე­ბა. საფ­რთხის შემ­ცვე­ლი, რა­საც ძაღ­ლი ვერ ით­ვა­ლის­წი­ნებს, შე­იძ­ლე­ბა იყოს ლან­დშაფ­ტიც _ იქ­ნე­ბა ეს სწრა­ფი სა­ნა­პი­რო დი­ნე­ბა, თუ თხე­ლი ყი­ნუ­ლი წყალ­სა­ტევ­ზე. და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი მო­იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც იქ­ცე­ო­და შინ, ამი­ტომ, თუ სა­ჭი­რო გახ­დება, მი­ი­ღეთ დაც­ვის სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი.

უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­მე­ბი
ავ­ტო­მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ძაღ­ლის უსაფ­რთხოდ და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მო­თავ­სე­ბა. ძაღლს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა, თუ მძღოლ­მა ყუ­რადღ­ე­ბა მო­ა­დუ­ნა. შე­ჯა­ხე­ბის დროს თქვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბა­რი, უთუ­ოდ, სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დე­ბა, თუ სწო­რად არ იქ­ნა დაბ­მუ­ლი, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნარ­ცხოს სა­ფარ მი­ნას. ამის მო­საგ­ვა­რებ­ლად არ­სე­ბობს ძაღ­ლის გა­ლი­ე­ბი, ყუ­თე­ბი ფი­ნი­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა მო­თავ­სე­ბაც შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნა­ში, აგ­რეთ­ვე დამ­ცვე­ლი ღვე­დე­ბი ძაღ­ლის­თვის.

სა­შიშ­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა

რო­დე­საც თქვე­ნი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბულ რე­გი­ონ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბით, ეცა­დეთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რა სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა ძაღლს – ეს ყო­ველ­თვის ყუ­რად­სა­ღე­ბი­ა. ახალ პი­რო­ბებ­ში ყვე­ლას, თუნ­დაც და­ბე­რე­ბულ ძაღლს, ექ­მნე­ბა საფ­რთხე, გა­და­აწყ­დეს სა­შიშ არ­სე­ბებს, მა­გა­ლი­თად შხა­მი­ან გვე­ლებს, რომ­ლე­ბიც არას­დროს უნა­ხავს. ბე­ბე­რი ძაღ­ლე­ბი ლეკ­ვებ­ზე უფ­რო წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად, ნაკ­ლებად სა­ვა­რა­უ­დო­ა, პირ­ვე­ლი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მი­ვარ­დნენ გველს, რად­გან გრძნო­ბენ საფ­რთხეს – მათ ხომ უც­ნო­ბი არ­სე­ბის ქცე­ვის წი­ნას­წარ გან­საზღ­ვრა არ შე­უძ­ლი­ათ. თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ძაღლს, თუ სა­ჭი­რო­ა, მო­უხ­მეთ თქვენ­კენ და სა­ბე­ლი გა­უ­კე­თეთ.

თოვ­ლში ამო­გან­გლუ­ლი
ამ უხეშ­ბეწ­ვი­ან­მა ფოქ­სტე­რი­ერ­მა თოვ­ლი პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი­ა, თუმ­ცა სხე­ულ­ზე მიკ­რუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი თოვ­ლი აწუ­ხებს, რის გა­მოც ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­ცივ­დეს. ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ბეწ­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცავს ყინ­ვის­გან.


ფრთხილად!
არა­სო­დეს და­ტო­ვოთ ძაღ­ლი ჩა­კე­ტილ მან­ქა­ნა­ში, რად­გან მას­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა უეც­რად მო­ი­მა­ტოს და მი­აღ­წი­ოს ძაღ­ლის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო დო­ნეს.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?