ცხვრებისთვის საშიში ძაღლები
ცხვრის ფარა განსაკუთრებით მიმზიდველია მეცხვარის ძაღლებისთვის, რომლებიც ახლა უმეტესად სახლის ძაღლებად ჰყავთ. თუმცა მათში, როგორც მუშა ჯიშებში, ხშირად თავს იჩენს ინსტინქტები _ ისინი ინტერესით აკვირდებიან ცხვრებს ან ფარაში იჭრებიან. გამორიცხული არ არის, რომ თავიანთი წინაპრების მტაცებლურ, მგლურ ბუნებას ვერ გაუმკლავდნენ და ცხვარს თავს დაესხან. ეს
წყვილად მუშაობა
ფერმერი ხშირად მწყემსის ძაღლებიდან თითოეულს განსხვავებულ სიგნალს ასწავლის. თუ ორი ძაღლი ერთად მუშაობს, დაძახებაზე აღარ იბნევიან _ იციან, რომელი რა სიგნალს გამოეპასუხოს.
მწყემსვის მეთოდები
კოლის ტიპის ძაღლები საქონლის მწყემსვის დროს ძირითადად მხედველობას ეყრდნობიან – უთვალთვალებენ, რომ ცხვარი ფარას არ ჩამორჩეს და არ გაიფანტოს. სხვები, მაგალითად ავსტრალიური ნახირის ძაღლი ან უელსური კორგი, მსხვილფეხა რქოსნების ჯოგს უკან მიჰყვებიან – თუ რაიმე არ მოეწონათ, მიეპარებიან და ქუსლებში ჰკბენენ.
მუშა მეცხვარის ძაღლები
მუშა ძაღლები, როგორიც ეს კორგია, ცხვრის ფარის სიახლოვეს იზრდებიან და სრულიად განსხვავდებიან თავისივე ჯიშის ინდივიდებისგან, რომლებიც გამოფენებისთვის ჰყავთ. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია მათი მუშა თვისებები და არა ექსტერიერი.
დამფრთხალი საქონელი
თქვენ შეიძლება ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ ძაღლები, როგორც წესი, საქონელს აფორიაქებენ. მსხვილფეხა რქოსნების ჯოგის (განსაკუთრებით, თუ მასში არიან ძროხები ხბოებით) სიახლოვეს ძალზე მნიშვნელოვანია ძაღლი საბლით გეჭიროთ მაშინაც კი, თუ თავდასხმას არ აპირებს. თავისუფლად მონავარდე ძაღლის დანახვაზე ნახირს შეიძლება პანიკური შიში დაეუფლოს. ძაღლი ინსტინქტურად გაიქცევა, მაგრამ დამფრთხალმა საქონელმა შეიძლება თქვენ გადაგთელოთ.
საშიშროების გათვალისწინება
გაითვალისწინეთ, რომ ნახირის მიზეზით ადამიანები ყოველწლიურად იღუპებიან. ახალგაზრდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ძალზე ცნობისმოყვარეა, განსაკუთრებით, როცა ძაღლს პირველად დაინახავს, და შეიძლება თქვენ გარშემო მოიყაროს თავი. თუ საბელშეხსნილი ძაღლით მშვიდად გაივლით მათ შორის, საშიში არაფერია. თუმცა უმჯობესია ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და საქონელს გვერდი აუაროთ.
საშიშროება მხედრებისთვის
ძაღლი (ინსტინქტურად) ისე არ ეტანება ცხენს, როგორც საქონელს, მაგრამ როცა ვიწრო ბილიკზე მოულოდნელად გადაეყრება მხედარს, ძალზე სახიფათო სიტუაცია იქმნება ყველასთვის. თუ ძაღლი შიშისგან ყეფას ატეხს, ცხენი შეიძლება ისე დაფრთხეს, რომ ყალყზე შედგეს, მხედარი ჩამოაგდოს და გაიქცეს – ასე რომ გაფრთხილდით.
რჩევა
ვერასოდეს გაითვალისწინებთ, როგორ მოიქცევა თქვენი ძაღლი ნახირის სიახლოვეს, ამიტომ ყოველთვის თვალყური ადევნეთ.
ფრთხილად!
ძაღლები ზოგჯერ ცხვრის ნაკელს ჭამენ, რაც მათი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვევს. შეეცადეთ, რომ ეს არ მოხდეს.