რატომ ირჩევს ძაღლი ოჯახში მხოლოდ ერთ მეურვეს?
რატომ ირჩევს ძაღლი ოჯახში მხოლოდ ერთ მეურვეს?
ამბობენ, რომ ძაღლი ოჯახის წევრებს შორის ირჩევს მხოლოდ ერთ ადამიანს, რომელსაც ემორჩილება, განსაკუთრებით უყვარს და მისი ერთგულია სიცოცხლის ბოლომდე და ეს სიმართლეა. 

იმ დროსაც კი, როცა ძაღლს ოჯახის ყველა წევრი უყვარს და მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, მას ჰყავს ის ერთი განსაკუთრებული ადამიანი, რომელთანაც ქვეცნობიერი კავშირი აქვს.

რას ნიშნავს ადამიანსა და ძაღლს შორის ქვეცნობიერი ურთიერთკავშირი?

ძაღლს, რომელსაც ოჯახის ერთი წევრის მიმართ აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მეტად აბედნიერებს მისი დანახვა, ვიდრე სხვა ოჯახის წევრებისა. შინაური ბინადარი მას აღიქვამს ლიდერად და კომპანიონად. ძაღლი მასთან
მეტ კომუნიკაციას ამყარებს, ვიდრე სხვებთან. მაგალითად, ჟესტებით, წკმუტუნით, ყეფით და ა.შ.

ქიმია და კავშირი

ისევე
როგორც ადამიანებს შორის, ძაღლსა და იმ ერთადერთ ოჯახის წევრს შორისაც ხდება ქიმიური კავშირი. ამას ცხოველები ადამიანზე კარგად გრძნობენ. ძაღლი მისი "რჩეულის" ხმის ტებრით, ქცევით, მოძრაობით თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს.

რატომ ხდება კავშირი მხოლოდ ერთ ადამიანთან?

არის უამრავი მიზეზი, რის გამოც ძაღლი ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ირჩევს თავის მეურვედ. როდესაც ოჯახში მიყავთ ლეკვი, იგი ყოველთვის დედობრივ მზრუნველობასა და სითბოს ეძებს. ის პიროვნება, რომელიც ზრუნავს მის საკვებზე, ჰიგიენაზე, ასეირნებს მას და ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს თავის ოთხფეხა მეგობართან, ძაღლი ქვეცნობიერ კავშირს მასთან ამყარებს.

Zooclub

არის შემთხვევები, როდესაც ძაღლი არ ირჩევს ოჯახში მეურვეს. რატომ?

იშვიათია, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ძაღლს უყვარს ყველა ოჯახის წევრი, თუმცა, ვერ ირჩევს იმ ერთადერთ პატრონს, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ქვეცნობიერი კავშირი ექნება, რაც მისთვის აუცილებელია. ამ დროს ის თავს არ გრძნობს კომფორტულად.

მიზეზი შესაძლოა არაერთი ფაქტი იყოს. მაგალითად, მას პატრონი უხეშად ეთამაშება, ოჯახის ყველა წევრი თანაბრად უთმობს მცირე დროს, მობეზრების შემთხვევაში აგდებენ ოთახიდან ან თავიდან იცილებენ, ხშირად ოჯახის წევრები მის იგნორირებას ახდენენ და ა.შ.

თუ გსურთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის რჩეული გახდეთ, გამოიჩინეთ მის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა და სითბო - ხშირად ასეირნეთ, თავად მიაწოდეთ საკვები და, რაც მთავარია, ხშირად შეაქეთ. ამგვარად თქვენი კავშირი დროთა განმავლობაში გაძლიერდება.

ასევე იხილეთ:

ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს

რატომ აბრუნებს ძაღლი თავს გვერდით, როცა ელაპარაკებით?

5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ

lika
ნამდვილად, ჩემმა ძაღლმა მე ამირჩია ოჯახში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?