ძაღლს მრავალფეროვანი უნარი აქვს სხვადასხვა ჟესტით უთხრას პატრონს -"მე შენ მიყვარხარ". ძაღლების ქცევის სპეციალისტი გრეგორი ბერნი, გამოყოფს რამდენიმე ჟესტს, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, როდის გიზიარებთ თავის გრძნობებს ოთხფეხა მეგობარი.
როცა ძაღლის დაჟინებული მზერა პატრონის თვალებისკენ არის მიმართული
როდესაც თქვენი ძაღლი გიახლოვდებათ და თვალებში გიყურებთ. ის ამ
როცა პატრონი ამთქნარებს ძაღლიც იმავეს იმეორებს
მთქნარება გადამდებია. იცოდით, რომ ეს იმპულსი არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზეც მოქმედებს?
როცა მისი საყვარელი ოჯახის წევრი ამთქნარებს, ძაღლიც ინსტინქტურად იგივეს იმეორებს.
როცა ძაღლი თავს ხრის თქვენკენ და ცდილობს მოგეყრდნოთ
ზოგჯერ ძაღლი ეყრდნობა ადამიანს, თუ მას ეზოში გასვლა სურს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთგულების გამოხატვის სიმბოლოც.
იმ დროსაც კი, როცა ძაღლი რაღაცას განიცდის და თქვენთან სიახლოვეს ცდილობს, ამ ჟესტით "გეუბნებათ", რომ დაიცვათ და გვერდიდან არ მოშორდეთ რთულ სიტუაციაში.
როცა ძაღლი საკვების მიღების შემდეგ გეხუტებათ
ძაღლების მოყვარულებმა (და მათ ვისაც ძაღლი არ უყვარს) იციან, რომ პირველ ყოვლისა, ცხოველები საკვებზე მოტივირებულნი არიან. მაგრამ სპეციალისტი ბერნის თქმით, ძაღლისთვის საკვების შემდგომი ჟესტი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ცხოველი ამ ქმედებით მადლიერებას გამოხატავს.
მზერა, წარბების აწევა და მოძრაობა
პატრონმა იცის, რომ ძაღლის კუდი კომუნიკაციის საუკეთესო ინდიკატორია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახის ჟესტებიც.
როცა ძაღლი ოჯახის წევრებს ხედავს, ის წარბებს ზევით წევს (განსაკუთრებით მარცხენა წარბს), მაგრამ როცა ხედავს უცხო ადამიანს მისი სახის მიმიკა უცვლელი რჩება (გარდა მაჯვენა წარბისა) და სხეულით გამოხატავს დამოკიდებულებას (აგრესია, პირველი შეხვედრა და ა.შ.).
როცა ძაღლი გიყურებთ, როგორ ტოვებთ სახლს
ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ის ძაღლები, რომლებიც პანიკაში ვარდებიან პატრონის სახლიდან გასვლის დორს, სიყვარულს გამოხატავენ.
სპეციალისტ გრეგორი ბერნის თქმით, მსგავსი ქცევა სიყვარულთან არ არის დაკავშირებული.
თუ სახლიდან გასვლისას თქვენი ძაღლი პანიკაშია, ეს განშორებასთან დაკავშირებული შფოთია და არა სიყვარულის გამოხატვა.
თუ პატრონის სახლიდან გასვლის დროს, ძაღლი მიდის და თავის ადგილზე წვება (ან სადმე ოთახში მოიკალათებს), ეს ნიშნავს, რომ მას უყვარხართ, გენდობათ და დარწმუნებულია, რომ კვლავ მასთან დაბრუნდებით.
ძაღლის მღელვარება, როცა პატრონი სახლში ბრუნდება
ძაღლის პატრონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა სახლში დაბრუნებულს მისი ბინადარი სიხარულით ეგებება - აქიცინებს კუდს, მოაქვს მისთვის სათამაშო და სხვა.
უდავოა, ეს სიყვარულის გამოხატვაა პატრონის მიმართ, თუმცა, ამავე დროს მისი ქცევა ნდობისა და ერთგულების დასტურია.
როცა ძაღლს სძინავს პატრონის საძინებელში
თუ გსურთ გაიგოთ, რომელი ოჯახის წევრი უყვარს თქვენს ძაღლს ყველაზე მეტად, მიაქციეთ ყურადღება, სად სძინავს ყველაზე ხშირად (ან სისტემატურად) თქვენს ოთხფეხა ბინადარს.
გრეგორი ბერნის თქმით, თუ ის ცდილობს თქვენს საწოლზე ძილს, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული აქვს, მას უსაზღვროდ უყვარხართ.
როცა ძაღლს მოაქვს თქვენთვის სათამაშოები
გარდა იმისა, რომ ის თამაშს გთავაზობთ, ამასთანავე, გთვლით ლიდერად. ძაღლს თქვენთვის მოაქვს ის სათამაშო, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ. ის ამ ჟესტით "დახმარების ხელს" გიწვდით.
გაიზიარე მისი სიყვარული
გიყვართ თქვენი ძაღლი? სპეციალისტი ბერნის თქმით, ძაღლი ყოველთვის გრძნობს გიყვართ თუ არა.
თუ თქვენ მას სიყვარულითვე არ უპასუხეთ, ძაღლი შესაძლოა, დროთა განმავლობაში დაითრგუნოს.
როგორი ჟესტებით გამოხატავს თქვენი ბინადარი სიყვარულს? დაწერეთ კომენტარებში.
ასევე იხილეთ:
რატომ აბრუნებს ძაღლი თავს გვერდით, როცა ელაპარაკებით?
5 მინიშნება, თუ როგორ ხვდება ძაღლი ქალის ორსულობას