10 ნიშანი, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ უცხო ძაღლს მოეფერებით
10 ნიშანი, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ უცხო ძაღლს მოეფერებით
ყოველ ძაღლს ინდივიდუალური  ხასიათი აქვს, ისევე როგორც ადამიანს. ძაღლების უმეტესობა იკბინება იმ დროს, როცა მას უახლოვდებით და ცხოველი არ გიცნობთ. სტატისტიკურად ცხოველის ნაკბენით ექიმს აკითხავს მეტი ბავშვი, ვირდე ზრდასრული ადამიანი. 

თუ ძალიან გიყვართ ძაღლები, გინდათ ყველა ქუჩაში შემხვედრ ცხოველს მოეფეროთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვევით მოყვანილი ათი მინიშნება.

რამდენად მეგობრულია ის?

ადამიანების უმეტესობა, განსაკუთრებით ბავშვები, დაუკითხავად უახლოვდებიან მათთვის უცხო ძაღლს. ის შესაძლოა მეგობრული ჩანდეს, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, სანამ მიუახლოვდებით. ზოგადად, მისი ქცევის კორექცია შესაძლოა არასწორად აღიქვათ. სანამ მას მიეფერებით, აუცილებლად დაეკითხეთ
პატრონს.

კუდის ქიცინი, ყოველთვის არ ნიშნავს მეგობრულ განწყობას

შესაძლოა აღელვებული და თქვენს მიმართ აგრესიულად განწყობილი
ძაღლიც აქიცინებდეს კუდს. საუკეთესო რჩევაა, დაელაპარაკოთ ძაღლს შორიდან და თუ მან კუდის ქიცინთან ერთად ღრენაც (და არა ყეფა) დაიწყო, ასევე დახარა თავი, ე.ი. ის მეგობრულად არ არის თქვენ მიმართ განწყობილი.

არ გადაუსვათ თავზე ხელი უცხო ძაღლს

Zooclub

ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ ძაღლს ყველაზე მეტად თავზე სიამოვნებს მოფერება, თუმცა, ეს ასე არაა. თუ სურვილი გაქვთ, რომ ძაღლს მოეფეროთ, უბრალოდ გადაუსვით მას ხელი ზურგზე (არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ კუდს).

მიახლოება ზურგის მხრიდან

არასოდეს მიუახლოვდეთ ძაღლს ზურგიდან. სანამ მოფერებას დააპირებთ ჯერ დაუძახეთ მას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატრონისგან აიღებთ ნებართვას.

დააკვირდით მისი სტრესის ნიშნებს

მიუხედავად იმისა, რას გეუბნებათ ძაღლის მფლობელი, უმჯობესია თავად მიაქციოთ ყურადღება ცხოველის ქცევებს: დააკვირდით მის გამოხედვას, თუ ამ დროს ის განიცდის დისკომფორტს, შეწყვიტეთ მიახლოება. დისკომფორტში იგულისხმება, გვერდზე გაწეული ან ზევით აწეული კუდი, თვალის გაფართოება, ხშირი სუნთქვა, ყურების უკან გადაწევა, ამასთანავე, შესაძლოა ჰქონდეს მცდელობა თქვენგან თავის დაღწევის/გაქცევისა.

დაჟინებული მზერა

არიან ცხოველთა მოყვარული ადამიანები, რომლებიც დაჟინებით უყურებენ ძაღლს თვალებში, აკვირდებიან მათ, განსაკუთრებით, როცა ცხოველს საყვარელი ან კეთილი გამოხედვა აქვს. ამ დროს ძაღლი დისკომფორტს განიცდის და საშიშროებას გრძნობს, უმჯობესია არ უყუროთ მას თვალებში.

არის თუ არა ძაღლი მგრძნობიარე?

მეგობრულ ძაღლსაც კი შესაძლოა სხეულის გარკვეულ ადგილებზე არ მოსწონდეს მოფერება ან ჰქონდეს მტკივანი ადგილები. მაგალითად, ყურის მიდამოები, ფეხი და ა.შ. ამიტომ, სანამ მოეფერებით კითხეთ პატრონს.

Zooclub

მიეცით ძაღლს ნება თავად მოგიახლოვდეთ

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამთ ძაღლთან მიახლოებისას, შეჩერდით გარკვეულ მანძილზე და დააცადეთ თავად მოგიახლოვდეთ. თუ ცხოველი ცდილობს მანძილის შენარჩუნებას და არ გიახლოვდებათ, მოეშვით. შესაძლოა, ის არ არის მზად ახლი მეგობრების შეძენისთვის.

არ დაიხაროთ ძაღლის მიმართულებით

როცა მიუახლოვდებით ძაღლს არ დაიხაროთ მის წინ. ეს ცუდად მოქმედებს პატარა ტანის ძაღლებზე, ხოლო დისკომფორტს უქმნის დიდი ზომის ძაღლებს. გარდა ამისა, თუ ძაღლი კბენას აპირებს, თქვენი მოქმედება მისთვის ხელსაყრელია. ამ დროს შეგიძლიათ ნება მისცეთ ხელზე დაგყნოსოთ, რათა თქვენი სუნი აღიქვას, ამგვარად ის გეცნობათ, რაც თქვენდამი კეთილგანწყობის ერთ-ერთი მეთოდია.

Zooclub

რამდენი ხანია, რაც ძაღლი პატრონთან ერთადაა?

ეს კითხვა შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუ ძაღლი ოჯახის ახალი წევრია, თავიანთი ოთხფეხა მეგობრის ქცევების შესახებ ცოტა რამ იციან. მაგლითად, მოსწონს თუ არა ცხოველს მისთვის უცხო გარემოცვაში ყოფნა (ბავშვებთან, სხვა ძაღლებთან და ა.შ.). ამ შემთხვევაშიც, ნუ დაუჯერებთ პატრონს და ცხოველის მიმართ მხოლოდ შორიდან გამოხატეთ სითბო.

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძაღლი კბენის გამო პატრონს დაუსჯია. ამ დროს ცხოველი ვერ ხვდება, რატომ სცემენ, ეჩხუბებიან და ა.შ. იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ, გაითვალისწინეთ ეს მინიშნებები. განსაკუთრებით კი ეხება მშობლებს, რომლებმაც აუცილებლად თვალყური უნდა ადევნონ ან დაარიგონ ბავშვი, სანამ ის უცხო შინაურ ბინადარს მიუახლოვდება.

ასევე იხილეთ:

ძაღლი ყოველთვის მიგანიშნებთ, თუ კბენას აპირებს. როგორ?

დააკვირდით კატას - განიცდით თუ არა მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას?

თაკო
ზუსტად ეს წესები დავიცავი, როცა დილით სახლიდან გამოსულს უზარმაზარი ,,ავჩარკას" მსგავსი (შეიძლება არის კიდეც, მე ვერ ვერკვევი ჯიშებში) ძაღი დამხვდა, ის მომიახლოვდა, ფეხებზე დამყნოსა და შემდეგ ნება მომცა მოვფერებოდი, ძალიან ჭკვიანია, იქნება დაახლოებით 5 წლამდე, რუხი ფერის, ბიჭია, შევამოწმე და მკბენარიც არ ყავს, ნაკვებიც არის, ყველაფერიუესმის, არ ვიცი საიდან მოვიდა, არ მაქვს საშუალება შევიფარო, ძალიან ბევრი კატა, კნუტები, ორი უპატრონო ძაღლი, ერთი კიდევ ,,ლილია", რომელიც უკვე შვილებს ელოდება. იქნებ დაკარგულია? ცოტა ხნით დავაბით (არ იუცხოვა) მაგრამ მალევე ავუშვით, ვიფიქრეთ იქნებ წასულიყო, მაგრამ არ მიდის, სამსახურში რომ მივდივარ, ბავშვივით ტირის, მეხვევა არ მიშვებს და ცდილობს ტრტანსპორტში ჩემთან ერთად ამოსვლას. იქნებ ვინმე დაინტერესდეს და გამომეხმაუროს, გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ იქნებ პატრონი მოვუძებნოთ, მეცოდება მაგრამ შEნახვასაც ვერ შევძლებ, ამ ცხოველების გამო სახლში უსიამოვნებები მატულობს მამაჩემის მხრიდან თორემ დედა ჩემზე მეტად განიცდის, გთხოვთ.....
megi
ძალიან კარგი რჩევებია. მადლობა. საერთოდ, მშვენიერი საიტია. ამაზე მეორე მადლობა. :)))
ნინო
ჩემი ლუსი ვერ იტანს, როდესაც უცხო ადამიანი მას ყურადღბას აქცევს ან ელაპარაკება.... ყეფს.... ამ ბოლო დროს კარგი ტენდენცია წამოვიდა პატრონისათვის კითხვის დასმისა, შეიძლება თუ არა მოვეფერო?? მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ ლუსის არ მოსწონს უცხო ადამიანის ყურადღება... ზოგს ესმის, ზოგს კი არა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?