როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი სახლში მოსაქმებას
როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი სახლში მოსაქმებას
მოცემულ შემთხვევაში საჭიროა დასჯისა და პატიების სისტემის მიხედვით მოქმედება. თუ ხედავთ, რომ ძაღლი მოსაქმებას ცდილობს, გაეცით ბრძანება “არა” (фу) და მსუბუქად მოარტყით ხელი გავაზე (არც ძალიან ძლიერად, არც ძალიან მსუბუქად, რადგან ძაღლი ამას არ მიიღებს სერიოზულ დასჯად და არ გადაეჩვევა სახლში მოსაქმებას).
გაითვალისწინეთ, რომ ძაღლი უნდა დასაჯოთ გუბეზე, რომელიც თქვენი თანდასწრებით გააკეთა. ხოლო თუ გუბე უკვე დაგახვედრათ სახლში, არ ღირს მისი დასჯა, რადგან ცხოველი უბრალოდ ვერ გაიგებს მისადმი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზს.
მეორე აუცილებელი ეტაპია მოფერება და სასუსნავით დაჯილდოება, როდესაც
ქუჩაში მოისაქმებს - ეს მას გარკვეულ რეფლექსს გამოუმუშავებს.
მიზნის მიღწევისკენ გზის დასაწყისში თქვენ, როგორც ძაღლის
პატრონმა, მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ გასეირნების რაოდენობა, რათა საჭირო ეფექტს მიაღწიოთ და ოთხფეხა მეგობარი ცუდ ჩვევას გადააჩვიოთ. სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ გასეირნების რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ ჩვეულ გრაფიკამდე, მაგალითად 2-3-ჯერ დღეში.


თუ თქვენი ძაღლი ტუალეტს სწორედ ამ რაკურსით აღიქვამს, მაშ გააკეთეთ შემდეგი:

- გაზარდეთ სეირნობის დრო.

- თქვენს ბინადართან ერთად გასეირნება გაამრავალფეროვნეთ სხვადასხვა თამაშით.

- თან წაიღეთ წყალი და ჯამი. დაღლილი ძაღლი წყლის დალევას მოისურვებს, მას დაალევინეთ წყალი, რაც გაზრდის შანსს, გადააჩვიოთ ბინის ტერიტორიის ტუალეტად გამოყენებას.

- არ დაგავიწყდეთ, შეაქოთ ძაღლი იმისთვის, რომ მოისაქმა იქ, სადაც საჭიროა.


დამატებითი მიზეზები, რის გამოც ძაღლს ურჩევნია, სახლში მოისაქმოს

ძაღლი პატრონის მხრიდან ყურაღების ნაკლებობით იჩაგრება და სახლში მოსაქმებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, ამიტომ ეცადეთ ხშირად ეთამაშოთ.

მის თვალში პატრონის ავტორიტეტის დაკარგვის გამო (მაგალითად არასწორი დასჯისთვის, რის გამოც ცხოველი სამაგიეროს უხდის). ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან რბილი მოპყრობა პატრონისგან, რაც შინაურ ბინადარს აფიქრებინებს, რომ მას არაფერი ეკრძალება.

ძაღლის მცირე ფიზიკური აქტიურობა. ზოგიერთ პერიოდში, მაგალითად მაძებარი ძაღლები დატვირთვის არქონის გამო, უსუფთაოები ხდებიან.


თუ თქვენს შემთხვევას ვერც ერთი ჩამოთვლილი მაგალითი ვერ ერგება და ჩამოთვლილმა ვერც ერთმა მცდელობამ ვერ გადააჩვია ძაღლი სახლში მოსაქმებას, მიმართეთ ვეტერინარს. შესაძლოა, თქვენი ბინადარი ავადაა.
მანო
კარგია როცა ძაღლს ასცავლიან თუ სად მოისაქმონ, მაგრამ ისიც არ შეიძლება ქალაქში ველა ადგილას მისცენ ნება, ძალიან ხშირად ვერ გახვალ ტროტუარებზე ძაღლის განავალისგან, ჩემი თვალითაც მინახია როგორ მისცა პატრონმა შუა ტროტუარზე მოსაქმების ნება, აბა გაბედონ უცხოეთში ასე, ჯარომას გადაგახდევინებენ ან დასჯიან. უნდა იცოდენ ძაღლის პატრონებმა, ან პარკები უნდა ქონდეთ რომ იქ მოასქმონ და ნაგავში გადააგდონ, არ უნდა დააბილძურონ ქალაქი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?