აი, რატომ უყვარს ძაღლს პატრონის ფეხთან წოლა
აი, რატომ უყვარს ძაღლს პატრონის ფეხთან წოლა
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ეს მითი არაა.

სანამ ძაღლს აიყვანთ, სასურველია იცოდეთ, თუ რამდენად საოცარი არსებაა.

შინაურ ბინადარს ოჯახში შემოაქვს სიხარული, ბედნიერება და მხიარული განწყობა. ამასთანავე, იგი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად იქნება თქვენს სამსახურში.

შეგიძლიათ, ახსნათ ძაღლის ქცევები? ძაღლის მფლობელების უმეტესობამ არ იცის, რას ნიშნავს ცხოველის ესათუის მოქმედება, თუმცა, ოთხფეხა მეგობრის აყვანის დროს ამ ფაქტმა არ უნდა შეგაშინოთ.

ჩვენ შევკრიბეთ ძაღლის ზოგიერთი უცნაური ქცევა, რომლებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს.

როდესაც ძაღლს თქვენთან მოაქვს ნივთი

Zooclub

თქვენს ძაღლს ოდესმე მოუტანია სათამაშო ან ჯოხი? ამას
თავისი ახსნა აქვს. ძაღლს მოსწონს, როდესაც პატრონს საკუთარ შესაძლებლობებს აჩვენებს. შესაძლოა, ნივთის მოტანის სანაცვლოდ, თავადაც
ითხოვდეს ჯილდოს. მაგალითად, სასუსნავს.

თქვენს გვერდით ძილის სურვილი

Zooclub

თუ მისი საყვარელი პატრონი ხართ, არა მარტო ძილის დროს, არამედ ძაღლს სურს, ყოველთვის თქვენს გვერდით იყოს. ამასთანავე, ეს ხროვის ინსტინქტიცაა, ის გუნდის წევრად გთვლით, ამიტომ საშიშროების დროს სურს, რომ ერთად იყოთ და ერთმანეთი დაიცვათ.

როცა ძაღლი თქვენს ფეხებთან წევს

Zooclub

როდესაც ძაღლი წვება თქვენს ფეხებთან, ის აკეთებს ტერიტორიის მონიშვნას და გთავაზობთ, გახდეთ მისი ხროვის წევრი.

სხვა მხრივ, თუ გყავთ პასიური, მშიშარა თვისებების შინაური ბინადარი, ის გაჩვენებთ, რომ განდობთ საკუთარ თავს და საშიშროების შემთხვევაში თქვენი იმედი აქვს.

როდესაც ძაღლი ნებივრობს და ბრუნს აკეთებს

Zooclub

ეს კონცენტრაციის ნიშანია. ძაღლი ასე იქცევა, როდესაც თავში საოცარი იდეა მოუვა. ისე, როგორც ევრიკა!

როცა ძაღლი ამთქნარებს

Zooclub

ძაღლის მთქნარებას იგივე მიზეზები აქვს, როგორიც ადამიანისას. შესაძლოა, თქვენი შინაური ბინადარი დაიღალა, მობეზრდა ერთფეროვნება ან სულაც თქვენგან გადაედო მთქნარება (ისევე, როგორც ხდება ადამიანებში).

სახლში არეულობის მოწყობა

Zooclub

ეს სახლში მარტო დარჩენის პროტესტია, რითაც გეუბნებათ, რომ შემდეგში მისი მარტო დატოვება "არც გაბედოთ". ამ ხერხს განსაკუთრებით ლეკვები მიმართავენ. არ ღირს ძაღლის ცემა, ჩხუბი და დასჯა, რადგან სახლში მარტო ყოფნისთანავე, იმავეს გაიმეორებს. უბრალოდ დიდხანს ასეირნეთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი, რათა ენერგია მაქსიმალურად დახარჯოს.

როცა ძაღლი თქვენს ფეხთან იხრება და თავს გადებთ

Zooclub

მგონი თავადაც ხვდებით, თუ რას გამოხატავს თქვენი შინაური ბინადარი. იგი გამოხატავს სიყვარულს, სითბოსა და ერთგულებას. ის თქვენგანაც იმავეს ითხოვს, ამიტომ მოეფერეთ მას.

როდესაც ძაღლი იკუნტება

Zooclub

ამ მოქმედებით ცდილობს, გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი გახდეს. გადარჩენის ინსტინქტი ყველა ცხოველს აქვს, განსაკუთრებით კი იმ ცხოველებს, რომლებიც სისასტიკის ობიექტები ხდებიან.

თქვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ ყოველთვის იყავით ლოიალური და აპატიეთ, თუ რამეს დააშავებს, ისინი ხომ პატარა ბავშვებივით არიან.

ასევე იხილეთ:

ოდესმე გინახავთ ძაღლი ასე იქცეოდეს? ის ამ მოქმედებით ცდილობს, რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ

მოსწონს თუ არა, როცა ძაღლს ეხუტებით?

რა უნდა გავაკეთოთ თუ ძაღლი ნივთებს იპარავს?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?