ძაღლის 12 ჯიში, რომლებსაც სხვა ძაღლებზე მეტად ურჩევნიათ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა
ძაღლის 12 ჯიში, რომლებსაც სხვა ძაღლებზე მეტად ურჩევნიათ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა
მოძმეებისგან განსხვავებით, ძაღლის ზოგიერთი ჯიში მეტად სოციალურია. ზოგიერთი ძაღლი სხვა ცხოველების გარემოცვაში თავს ბედნიერად გრძნობს, ხოლო სხვებს პატრონთან ერთად ურჩევნიათ ყოფნა.

შევკრიბეთ ჯიშები, რომლებიც ადამიანების გარემოცვაში უფრო კომფორტულად და კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე ძაღლებთან ან სხვა შინაურ ბინადრებთან. (უდავოა, ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ჯიშები, რომლებიც ადამიანებთან უფრო მეგობრულნი არიან, ვიდრე სხვა ცხოველებთან). 

ერდელტერიერი

Zooclub

ერდელის სხვაგვარად "ტერიერების მეფესაც" უწოდებენ. ის მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. იგი კარგი მონადირე და დარაჯია. ერდელტერიერი წარმატებით მსახურობს პოლიცი
ისა და სამხედრო რიგებში. იგი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიით გამოირჩევა, თუმცა,
ერთგულია პატრონების მიმართ.

კანარის დოგი

Zooclub

კანარის დოგის ძირითადი დანიშნულება დარაჯობაა, თუმცა, მას მებრძოლი  თვისებებიც აქვს. ის ცნობილია, როგორც სხვა ძაღლების მიმართ აგრესიული ჯიში, თუმცა, საოცრად მოსიყვარულეა ოჯახის წევრების მიმართ.

აკიტა ინუ

Zooclub

აკიტა დიდი ჯიშის ძაღლებს მიეკუთვნება. ის დომინანტი და ძალაუფლების მოყვარეა. მისი დანიშნულება გარეულ ტახზე  ნადირობაა. აკიტა რთულად ეგუება ცხოველებს, განსაკუთრებით ამავე სახეობის ძაღლებს. იმ დროსაც კი, თუ სხვა ცხოველების გარემოცვაშია გაზრდილი, მაინც უნდობლობით გამოირჩევა მათ მიმართ, თუმცა, საოცრად ლოიალური და თბილია პატრონებთან და ბედნიერია ადამიანების გარემოცვაში.

ბურბული

Zooclub

დიდი ზომის ჯიში სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც მოდარაჯე ძაღლის დანიშნულება აქვს. ის დამჯერი და თბილია პატრონების მიმართ, თუმცა, აგრესიული სხვა ცხოველებთან.

შოტლანდიური ტერიერი

Zooclub

შოტლანდიური ტერიერი პატარა ზომის, თუმცა, გულადი ძაღლის ჯიშია. მისი დანიშნულება მაჩვებსა და ისეთ პატარა ცხოველებზე ნადირობაა, როგორებიც არიან თაგვი და სხვა მღრღნელები.  შოტლანდიური ტერიერი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია, თუმცა, ადამიანების გარემოცვაში თავს ბედნიერად გრძნობს.

ამერიკული ბულდოგი

Zooclub

დიდი ზომის ჯიშის ძაღლი, რომელსაც უზომოდ უყვარს საკუთარი ოჯახის წევრები. ის საოცრად ემოციური ძაღლია. ამერიკული ბულდოგის დანიშნულება ნადირობაა, ასევე, მებრძოლი ძაღლის ფუნქცია აქვს. იგი ადამიანების გარემოცვას ანიჭებს უპირატესობას და აგრესიულია სხვა ძაღლების მიმართ.

ირლანდიური ტერიერი

Zooclub

ირლანდიური ტერიერი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია ტერიერებს შორის. ის ძალიან აქტიური და პატრონების მიმართ მოსიყვარულეა. ირლანდიური ტერიერი კარგად ითვისებს სხვადასხვა ბრძანებებს და საუკეთესო კომპანიონია ოჯახისთვის. მისი აყვანის შემთხვევაში, აუცილებელია იცოდეთ, რომ ის რთულად ეგუება სხვა შინაურ ბინადრებს. ასევე, შესაძლოა, აგრესია გამოხატოს სხვა ძაღლების მიმართ პარკში სეირნობის დროს.

ბულდოგი

Zooclub

ინგლისური ბულდოგის დანიშნულება ხართან ბრძოლა იყო (1830 წელს ხარებთან ბრძოლა აიკრძალა). მას ძლიერ ცხოველთან საბრძოლველად დიდი პირი და საოცრად ძლიერი კბილები (ტყავის დაზიანებისთვის) ეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბულდოგს სულელი და ბრიყვი ჯიშის სტატუსი აქვს, ის დამყოლი და ადამიანების მოყვარული ცხოველია. ზემოთ ჩამოთვლილი ძაღლებივით, ბულდოგი ადამიანების გარემოცვაში უფრო ბედნიერია, ვიდრე თავის მოძმეებთან ერთად.

ჯეკ რასელ ტერიერი

Zooclub

ამ ჯიშს მელიებზე სანადიროდ წვრთნიდნენ. ის აქტიური და მხიარული კომპანიონია. იმ დროს, როცა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა, ის ვერ ეგუება სხვა ცხოველებს, მათ შორის ძაღლებს.

ამერიკული პიტ ბულ ტერიერი

Zooclub

პიტ ბულ ტერიერმა დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ მოეპოვებინა ადამიანების ნდობა, თუმცა, მას კვლავ აგრესიული ჯიშის სახელი აქვს. უდავოა, ის ძლიერი ძაღლის ჯიშია, მაგრამ გაწონაწორებული ფსიქიკის (სწორად აღზრდის შემთხვევაში)  პიტ ბულ ტერიერი არასოდეს მიაყენებს საკუთარი ოჯახის წევრებს ზიანს, ხოლო სხვა ცხოველები, მათ შორის ძაღლები, მისი აგრესიის მთავარი მიზეზია.

პატერდეილ ტერიერი

Zooclub

ის ჯიუტი და აქტიური ძაღლის ჯიშია, რომელსაც მუშა ან მონადირე ძაღლის თვისებები აქვს.  პატერდელი საოცრად ლოიალურია საკუთარი პატრონების მიმართ, თუმცა, აგრესიულია სხვა ცხოველებთან.

ტოსა ინუ

Zooclub

ტოსა ინუ სელექციონერებმა მებრძოლი ძაღლების შეჯვარების შედეგად მიიღეს. მისი წარმომავლობა იაპონიიდან არის და მას იყენებენ ბრძოლისთვის, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებში ჯერ კიდევ ლეგალურია. ტოსა ინუ სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია და მათ მიმართ უნდობლობით გამოირჩევა, თუმცა, მგრძნობიარე და მოსიყვარულეა ოჯახის წევრების მიმართ.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

5 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, როცა ძაღლს პარკში ასეირნებთ

ძაღლის 7 ჯიში, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?