ცნობენ თუ არა ძაღლები ერთმანეთს გარეგნობით?
ცნობენ თუ არა ძაღლები ერთმანეთს გარეგნობით?
"ერთ დღეს ძაღლის მფლობელმა იეჭვა, რომ მისი მოპსი იმავე ჯიშის შინაურ ბინადარს ცნობდა. პატრონის აზრით, ცხოველი ძალიან ბედნიერი იყო და სიხარულით ეთამაშებოდა ძაღლს, რომელიც მას ჰგავდა. მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ჩემი აზრით, ძაღლმა იმავე ჯიშის შინაური ბინადარი არა მხოლოდ გარეგნობით მიამსგავსა საკუთარ თავს, არამედ აღმოაჩინა ჯიშისთვის განსაკუთრებული ისეთი თავისებურებანი, რაც თავად ახასიათებს", - წერს ვეტერინარი ქეთრინ პრიმი.

ექსპერიმენტის  შედეგად, დაადგინეს, რომ  ძაღლებს გარეგნობითაც შეუძლიათ თავიანთი მონათესავე გენის ამოცნობა. მკვლევარები ძაღლებს აჩვენებდნენ სხვა ცხოველებისა (ძროხა, ღორი, ცხვარი და ა.შ.)  და, მათ
შორის, სხვადსხვა ჯიშის ძაღლის ფოტოებს.

სურათების ხილვისას სპეციალისტები აჯილდოებდნენ სასუსნავით იმ ძაღლებს, რომლებიც სხვა ცხოველისგან ძაღლს
განასხვავებდნენ.  ცდისპირთა უმეტესობამ მინიშნებით მოახდინა ძაღლების იდენტიფიცირება და მათ სწორედ განასხვავეს ძაღლები სხვა ცხოველებისგან, განსაკუთრებული რეაგირება თავისივე ჯიშის ძაღლზე არ ჰქონიათ. 

იმავე ჯიშის ძაღლთან შეხვედრისას, შესაძლოა, თქვენი შინაური ბინადარი ფიქრობს, რომ ეს მისი და-ძმა ან მშობელია. სპეციალისტებმა დაზუსტებით არ იციან ძაღლის შეგრძნებები, როდესაც ეს უკანასკნელი იმავე გარეგნობის ან ბეწვის შეფერილობის ცხოველს ხვდება, თუმცა, დასაშვებია ალბათობა, რომ ძაღლი უფრო ახლოსაა იმ  შინაურ ბინადართან, რომელიც ახსენებს, თუ  ვისთან იყო ყველაზე მიჯაჭვული ლეკვობაში  (მშობელი, და-ძმები).

ასევე იხილეთ:

უნდა ეძინოს თუ არა თქვენს ოთხფეხა ბინადარს, თქვენს საწოლში?


რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი

როდის რა სურს და რას განიცდის თქვენი ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?