სტრესმა შეიძლება, ძაღლებში ნაადრევი გაჭაღარავება გამოიწვიოს
სტრესმა შეიძლება, ძაღლებში ნაადრევი გაჭაღარავება გამოიწვიოს
ჩრდილო ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ იმ ძაღლების დრუნჩზე, რომლებიც ხშირად განიცდიან შფოთს, ჭაღარა უფრო მალე ჩნდება, ვიდრე იმ ცხოველებში, რომლებსაც არ უწევთ რთული სიტუაციების გადატანა.

"კვლევაში 400-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკი ერთი წლიდან 4 წლამდე იყო. ამასთან, ექსპერიმენტიდან გამორიცხეს ღია ფერის ბეწვიანი ცხოველები, რადგან მსგავსი შეფერილობის ცხოველებზე ჭაღარა კარგად არ ჩანს.

პაციენტის ყველა პატრონმა შეავსო ანკეტა 42 კითხვით, რის საფუძველზეც ძაღლების გაჭაღარავებაზე გააკეთეს დასკვნა", - წერს LiveScience.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ძუებთან შედარებით, ხვადები იშვიათად ჭაღარავდებიან დროზე ადრე.
გარდა ამისა, ჭაღარა დრუნჩზე ყველაზე ხშირად უჩნდებათ ძაღლებს, რომლებსაც ხშირად აქვთ სტრესული სიტუაცია. ასეთი სიტუაციები
ცხოველებისთვის არის მაღალი ხმა და ხშირი შეხვედრა უცხო ცხოველებთან თუ ადამიანებთან.

მეცნიერების მიმართ გაკეთებულ დასკვნებს შეუძლიათ პრაქტიკული განხორციელება ჰპოვონ. მკვლევარების თქმით, ახლა ძაღლის დრუნჩზე ადრეულად გაჩენილი ჭაღარის საფუძველზე ვეტერინარებს შეუძლიათ, მათი პატრონი გააფრთხილონ, რომ ცხოველი განიცდის სტრესსა და შიშს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?