რატომ "უთვალთვალებს" ძაღლი პატრონს?
რატომ "უთვალთვალებს" ძაღლი პატრონს?
ადამიანების უმეტესობას უყვარს ძაღლი, რადგან ეს ცხოველი პატრონს უსაზღვრო სიყვარულს ჩუქნის. სასიამოვნოა, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებულს ვიღაც კართან სიხარულით გელოდება და, პირველ ყოვლისა, ეს შინაური ცხოველია. 

ძაღლს ძალიან მოსწონს, როდესაც ოჯახში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსშია. ის პატრონს ყველგან გაყვება, რათა მის თვალს სიახლეები არ გამორჩეს.

და მაინც, რატომ უთვალთვალებს ძაღლი პატრონს?

თუ თქვენი ოთხფეხა ბინადარიც მსგავსად იქცევა, იცოდეთ, ის გაჩვენებთ, რომ თქვენს გვერდითაა. ძაღლი აკონტროლებს თქვენს უსაფრთხოებას, რადგან მეგობრები სწორედ ასე იქცევიან.

Zooclub

სხვა მხრივ,  მას უბრალოდ მოსწონს თქვენს გვერდით ყოფნა.

Zooclub

ძაღლის ტვინის
სკანირებისას აღმოჩნდა, რომ როდესაც შინაურ ცხოველს ესმის პატრონის ხმა ან გრძნობს მის სუნს, მის ტვინში
აქტიურდება სფერო, რომელიც პასუხისმგებელია "დაჯილდოებაზე".

Zooclub

ძაღლის გადამეტებული ყურადღება ნიშნავს, რომ თქვენ კარგი პატრონი ხართ და ყველაფერს სწორად აკეთებთ.

სიყვარულის გარდა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ძაღლის ყურადღების ობიექტად გაქცევთ. ის ელოდება გემრიელი სასუსნავით დაჯილდოებას.

Zooclub

პარალელური კვლევებით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლმა, როგორც ხროვის ცხოველმა, პატრონი შესაძლოა, აღიქვას ორი პოზიციით - როგორც წინამძღოლი, რომელსაც ყველგან უნდა გაჰყვე ან როგორც სუსტი ცხოველი (დაბალი რანგის ხროვის წევრი), რომელსაც ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაიცვა.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 12 ჯიში, რომლებსაც სხვა ძაღლებზე მეტად ურჩევნიათ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა

ცნობენ თუ არა ძაღლები ერთმანეთს გარეგნობით?

5 პრობლემა, რომლებიც განებივრებული ძაღლის პატრონებისთვის უცხო არ არის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?