ძაღლის 8 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა
ძაღლის 8 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა
ყველა ძაღლი თავისი ხასიათით უნიკალურია. ზოგიერთი გულჩათხრობილია, ზოგი - გაუბედავი, ხოლო ზოგიერთი - მკაცრი. მიუხედავად ინდივიდუალური ხასიათისა, სხვადასხვა ჯიშს აქვს გარკვეული  შტრიხები, რაც მათ სახეობას არა მარტო გარეგნულად, არამედ ხასიათითაც აერთიანებს.

ჩვენ შევკრიბეთ ძაღლის 8 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია მსოფლიოში. ამის მთავარი მიზეზი მისი სოციუმში ინტეგრირების მიდრეკილებაა. ამ ჯიშს ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა ოჯახშიც, უცხო ადამიანების გარემოცვაშიც და სხვა სახეობ
ის ცხოველებშიც. ლაბრადორი საოცრად მეგობრული ძაღლია. მას შეუძლია კომპანიონობა გაუწიოს ნებისმიერი ასაკის
ადამიანს, დაწყებული ბავშვიდან, დამთავრებული მოხუცით.

ინგლისური სპრინგერ სპანიელი

Zooclub

ეს ჯიში საოცრად მეგობრული, მოთამაშე და ენერგიულია. ის ჰიპერაქტიური ძაღლია, რომელიც აქტიურმა ოჯახმა უნდა იყოლიოს. მას სიამოვნებას ანიჭებს არა მარტო ოჯახის წევრებთან და უცხო ადამიანების გარემოცვაში, არამედ ძაღლების წრეში ყოფნა.

ფრანგული ბულდოგი

Zooclub

ფრანგული ბულდოგი ერთ-ერთი პოპულარული კომპანიონი ძაღლის ჯიშია. მიუხედავად მისი სიზარმაცისა, ფრანგული ბულდოგი ყოველთვის ითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფნას. ის გამოირჩევა მშვიდი ხასიათით, თუმცა, საოცრად სოციალური და მეგობრული ჯიშია.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ძაღლის ჯიში. და სამართლიანად, რადგან ისიც ლაბრადორივით სოციალური, მეგობრული და ჰიპერაქტიური ძაღლია. მას ძალიან მოსწონს ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნა და ბედნიერია, როცა ყველა წევრი ერთადაა. ის საუკეთესო კომპანიონია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

ამერიკული პიტბულ ტერიერი

Zooclub

მიუხედავად მისი რეპუტაციისა, პიტბულ ტერიერი საოცრად მეგობრული და მოთამაშე ძაღლია, რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მისი ყოლა საუკეთესო არჩევანია აქტიური ოჯახისა და ბავშვებისთვის. ამ ჯიშს ძალიან მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა და მეგობრების შეძენა.

ბოსტონ-ტერიერი

Zooclub

ბოსტონ-ტერიერის მეტსახელია "ამერიკის ჯენტლმენი", მისი წარმომავლობისა და სმოკინგის მაგვარი გულით. მას დიდი ნებისყოფა აქვს, თუმცა, ბედნიერია ახალი მეგობრების გარემოცვაში. ის საოცრად ენერგიული ძაღლია. ბოსტონ ტერიერი ყოველთვის ითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფნას საკუთარი ოჯახის წევრებისა და უცხო ადამიანებისგან.

ბრიუსელური გრიფონი

Zooclub

ეს მინიატურული ძაღლის ჯიში საოცარად თბილი ხასიათით გამოირჩევა. მას ძალიან უყვარს ოჯახის წევრები და ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. მეტიც, კარგად ეწყობა კატებსა და თუთიყუშებს. ბრიუსელური გრიფონისთვის აუტანელია დიდი დროით მარტო ყოფნა.

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი

Zooclub

პოინტერის ძირითადი მოვალეობა ნადირობაა, თუმცა, ის ასევე ოჯახის კომპანიონი ძაღლია. ეს ჯიში ძალიან აქტიური და სოციალურია. მას ძალიან მოსწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. პოინტერი ნაზი და ერთგულია.

შენიშვნა: საქართველოში პოინტერს, ხშირ შემთხვევაში ნადირობისთვის იყენებენ, ხოლო დარჩენილ დროს ძაღლი გამოკეტილი ჰყავთ ვოლიერში ან ავტოსადგომში. ეს მისთვის მტანჯველი ცხოვრებაა, რადგან პოინტერს ძალიან უყვარს ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნა და მათთვის სითბოს განაწილება.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან

5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი

როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ძაღლს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?