ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში "ლეკვებად" რჩებიან
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში "ლეკვებად" რჩებიან
ყველა ლეკვი, განურჩევლად ჯიშისა, უსაყვარლესია. ისინი ყოველთვის თამაშის ხასიათზე არიან და უზომო ენერგიას ფლობენ, მაგრამ ზრდასთან ერთად ზოგიერთ პატრონს გული სწყდება, რომ მისი პატარა, გადარეული ბინადარი იზრდება, მეტად დინჯდება და ჭკვიანდება.

არიან ჯიშები, რომლებიც, სხვა სახეობისგან განსხვავებით, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ლეკვის თვისებებს. ისინი პატარებივით თამაშობენ და მათი წვრთნა შედარებით რთულია.

ჩვენ წარმოგიდგენთ ძაღლის 10 ჯიშს, რომლებსაც ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ ლეკვობის თვისებები.

ბოქსიორი

Zooclub

ამ ჰიპერაქტიურ ძაღლს ლეკვისგან გარეგნულად თუ გაარჩევთ. მათი სურვილი ყოველთვის ერთი და იგივეა - ითამაშონ მთელი დღე.

დალმატინელი

Zooclub

მის გენებში თამაშისა და სიჯიუტის თვისებები თანაბრადაა. ენერგიული და მოუსვენარი ხასიათის გამო, დალმატინელის მართვა არც
თუ ისე მარტივია.

ბულმასტიფი

Zooclub

ამ ჯიშს ორი წელი სჭირდება, რომ თავის სრულ წონას მიაღწიოს, მაგრამ ზრდა მარტო გარეგნობაზე არ აისახება. ის დიდი ხნის განმავლობაში რჩება მოუქნელ მოზარდ არსებად, რომელიც თქვენი სახლის გარშემო მოუსვენრად ირბენს.

ბიგლი

Zooclub

ბიგლი პატრონის მითითებებზე  მეტად საკუთარ ყნოსვას ენდობა, რაც მის წვრთნას საკმაოდ ართულებს. მას ძალიან უყვარს თამაში.

ინგლისური ბულდოგი

Zooclub

ბულდოგს სუსტი იმუნიტეტი აქვს. მას ყურადღება ზრდასრულ ასაკში ისევე სჭირდება, როგორც პატარაობაში. თუ გადაწყვეტთ ამ ჯიშის ლეკვის ყიდვას, შეძენამდე, სელექციონერთან ერთად, აუცილებლად მიიყვანეთ ცხოველი ვეტერინართან, რათა გულდასმით შეამოწმოთ.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ოქროსფერი რეტრივერი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება და ზრდასრულ ასაკშიც კი დაუღლელად ითამაშებს მთელი დღის მანძილზე, თუ ამის სურვილი გაქვთ.

იორკი

Zooclub

ამ მინიატურული ჯიშის პატარა სხეულში დიდი პიროვნული თვისებები იმალება. თუ გსურთ გყავდეთ ძაღლი, რომელიც საქციელით თუ გარეგნობით ლეკვს მოგაგონებთ, იორკი ის ძაღლია, რომელსაც ეძებდით.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორების უმეტესობა მთელ დღეს თამაშში ატარებს. მათ ლეკვის თვისებები ზრდასრულ ასაკშიც კი აქვთ.

სენბერნარი

Zooclub

ამ გიგანტ არსებას სჭირდება ორიდან სამ წლამდე, რომ ზრდასრულად ჩაითვალოს და მიაღწიოს გარეგნულ სტანდარტებს. ამგვარად, სენბერნარი დიდხანს  რჩება ფუმფულა ლეკვად.

პაპილო

Zooclub

ამ პატარა ძაღლის ჯიშს ძალიან უყვარს თამაში და ყოველთვის იპოვის გასართობს, თუ თქვენ ყურადღებას არ მიაქცევთ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მუშაობა აუცილებელია  ყველა  ჯიშის ლეკვთან. თუ ინტენსიური წვრთნისთვის დრო ან ენერგია არ გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია ადგილობრივი თავშესაფრიდან აიყვანოთ ზრდასრული ძაღლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.

ასევე იხილეთ:

5 პრობლემა, რომლებიც განებივრებული ძაღლის პატრონებისთვის უცხო არ არის

5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი

ძაღლის 8 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?