ძაღლის 7 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ სხვა ძაღლების გარემოცვაში ყოფნა
ძაღლის 7 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ სხვა ძაღლების გარემოცვაში ყოფნა
ძაღლის ჯიშებს განსხვავებული დანიშნულება აქვთ - მონადირე, დარაჯი, მცველი და ა.შ. ამას მათი გენები და ტემპერამენტი განსაზღვრავს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი გამოყვანილია გუნდურად ნადირობისთვის, მარხილში ჯგუფურად მსვლელობისთვის, რომლებისთვისაც ერთ-ერთი აუცილებელი თვისება სხვა ძაღლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა.

ძირითად შემთხვევაში ამ ჯიშებმა მუშაობის დროს ერთად უნდა იმოქმედონ. სწორედ ამით განსხვავდებიან ეს სახეობები მოდარაჯე, მწყემსი ძაღლებისგან, რომლებმაც უნდა დაიცვან ტერიტორია, ადამიანი ან სხვა სუსტი ცხოველი. მათი საქმიანობიდან გამომდინარე, მცველი ძაღლები ნაკლებად სოციალურები არიან სხვა ძაღლების მიმართ.

თუ ეძებთ ჯიშს, რომელსაც პრობლემა არ ექნება სხვა ოთხფეხა ბინადრებთან
თანაცხოვრების ან პარკში მეგობრების შეძენისა, გადახედეთ ჩამოთვლილ სახეობებს.

ლაბრადორ რეტრივერი 

Zooclub

ლაბრადორი ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია მსოფლიოში, რაც
მისი ლოიალური, თბილი ხასიათის დამსახურებაა.  იგი  საოცრად სოციალურია, როგორც ადამიანებთან, ისე ძაღლებთან და სხვა სახეობის ცხოველებთან. მისი ძირითადი დანიშნულება წყალში ნადირობა და მაშველის მოვალეობაა.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ოქროსფერი რეტრივერიც ძალიან პოპულარული ჯიშია. მისი გენები ფრინველებზე  ნადირობას მოითხოვს. ის საოცრად სოციალური ჯიშია სხვა ძაღლებისა და უცხო ადამიანების მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში რეტრივერებს წარმატებით იყენებენ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დამხმარეებად.

ციმბირული ჰასკი

Zooclub

ჰასკის ჯიშის ძაღლებს ციმბირის რეგიონში მარხილში ჩასაბმელად იყენებენ. ის სხვა ძაღლებთან ერთად გუნდურად მუშაობს. ნათელია, რომ აგრესიული ცხოველი  ძაღლებს ვერ გაუწევს კომპანიონობას, ამიტომ ეს სახეობა გამოიყვანეს იმისთვის, რომ სხვა თვისებებთან ერთად, მეგობრული მუშაობაც შეძლოს.

ბიგლი

Zooclub

ბიგლი ერთ-ერთი პატარა ტანის ძაღლია, რომლის დანიშნულებაც გუნდურად ნადირობაა. ეს სახეობა მრავალი წლის წინ კურდღელზე ნადირობისთვის გამოიყვანეს. ის მეგობრულია სხვა ძაღლების მიმართ. ბიგლი ადამიანების მიმართაც თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა, განსაკუთრებით უყვარს ბავშვების გარემოცვაში ყოფნა.

ჩინუკი

Zooclub

ჩინუკი ამერიკაში სენბერნარისა და ბელგიური ნაგაზის შეჯვარების შედეგად მიიღეს. მისი ძირითადი სამუშაო მარხილით ტვირთის გადატანაა, რომელიც სხვა ძაღლებთან მეგობრობას მოითხოვს. ის ოჯახის საუკეთესო კომპანიონია, თუმცა, ქალაქის პირობებს ცუდად ეგუება, რადგან მას დიდი სივრცე ესაჭიროება.

გრეიჰაუნდი

Zooclub

გრეიჰაუნდის ძირითადი დანიშნულებაც ნადირობაა. მას ძაღლების რბოლაშიც იყენებენ. ყოველივე კი გუნდურ მუშაობას მოითხოვს. თუ ოჯახში სხვა შინაური ბინადარი გყავთ და ძაღლის აყვანის სურვილი გაქვთ, გრეიჰაუნდი საუკეთესო არჩევანია.

პოინტერი

Zooclub

ეს უძველესი მონადირე ძაღლის ჯიშია, რომელიც აქტიური და მეგობრული ხასიათით გამოირჩევა. ის სოციალურია სხვა ძაღლების გარემოცვაშიც და უპირატესობას გუნდურ მუშაობას (ნადირობა) ანიჭებს. პოინტერის აგრესიულობის მაჩვენებელი ნულის ტოლია, თუ ამ უკანასკნელს ისევე, როგორც შესაძლებელია სხვა ჯიშებს, ფსიქიკური დარღვევა არ აქვს. პოინტერი ოჯახის წევრების მიმართ საოცრად ერთგული და მოსიყვარულეა, ასევე, ძალიან მოსწონს უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 12 ჯიში, რომლებსაც სხვა ძაღლებზე მეტად ურჩევნიათ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა


ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც საუკეთესო მცველები არიან

რატომ "უთვალთვალებს" ძაღლი პატრონს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?