სარგებლის მიღების მიზნით, ძაღლს ადამიანზე მანიპულირება შეუძლია
სარგებლის მიღების მიზნით, ძაღლს ადამიანზე მანიპულირება შეუძლია
"ძაღლი სასურველის მისაღებად გამიზნულად ატყუებს პატრონს", - წერს "Telegraph"-ი ჟურნალში (Animal Cognition-ი) გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით.

ექსპერტებმა შეისწავლეს 27 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი. ყოველ მათგანთან იმყოფებოდა ორი ადამიანი: ერთი ძაღლს აწვდიდა საკვებს, ხოლო მეორე პირიქით - საკვების მიღების ნებას არ აძლევდა. 

კვლევის ფარგლებში ძაღლი განსაზღვრავდა, რომელი ადამიანი იყო მის გვერდით - ის რომელიც უნაწილებდა საკვებს, თუ რომელიც არ რთავდა საკვების მიღების ნებას. მეორე ეტაპი შემდეგში მდგომარეობდა: ოთახში განთავსებული იყო სამი კოლოფი: პირველში იყო ძაღლის საყვარელი საკვები, მეორეში ისეთი საკვები, რომელიც ცხოველს არც
ისე მოსწონდა, ხოლო მესამე კოლოფი ცარიელი იყო.

ძაღლმა ძალიან სწრაფად ისწავლა მანიპულირება: თუ მას შეხვდებოდა ადამიანი,
რომელიც საკვებთან არ უშვებდა, ცარიელ კოლოფთან მიჰყავდა. როდესაც ხვდებოდა ადამიანი, რომელიც საკვებს აწვდიდა, იგი საყვარელ სასუსნავთან მიყავდა, რადგან იცოდა, გემრიელ საკვებს აუცილებლად მიიღებდა.

"ძაღლებმა საოცარი მოქნილობა აჩვენეს. ისინი არ დაემორჩილნენ მკაცრ წესებს და ფიქრობდნენ, თუ რა ვარიანტები ჰქონდათ, რათა სარგებელი ენახათ", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მარიანა ჰაბერლეინი.

ასევე იხილეთ:

ცნობენ თუ არა ძაღლები ერთმანეთს გარეგნობით?

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს რეგის სტილის მუსიკა მოსწონთ


ნევროზი ძაღლებში პატრონის ქცევებზეა დამოკიდებული
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?