შეუძლია თუ არა ძაღლს ეჭვიანობა
შეუძლია თუ არა ძაღლს ეჭვიანობა
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ძაღლთან ერთად სეირნობთ  და  გვერდით გაგიარათ ადამიანმა, რომელიც ასევე ასეირნებს თავის ძაღლს.

თქვენ დაუფიქრებლად უახლოვდებით უცხო ძაღლს და ეფერებით. თქვენი ძაღლი კი, თოკს ქაჩავს, რათა დაანებოთ უცხო ძაღლს თავი და მასთან ერთად განაგრძოთ გზა. ეს ძაღლის საკმაოდ საინტერესო რეაქციაა.

Zooclub

მეცნიერებმა ძაღლის ეჭვიანობის ორი მიზეზი დაადგინეს: პირველი ის, რომ ძაღლებს ამ დროს ეწყებათ შიში და გაბრაზება, მეორე – დანაშაულის გრძნობა და შური. ასეთი ქმედებების შემთხვევაში ცოცხალ არსებას აუცილებლად უნდა გააჩნდეს თვითშემეცნების უნარი. დღემდე მეცნიერებს ეგონათ, რომ თვითშემეცნების უნარი,
მხოლოდ ჰომოსაპიენსებს ჰქონდათ, თუმცა ეს მითიც დაიმსხვრა.

მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ორ ძაღლს აკეთებინებდნენ ერთი და
იმავე ვარჯიშს. ერთ-ერთ მათგანს კონკრეტული დავალების შესრულების შემდეგ აჯილდოებდნენ, ხოლო მეორეს – არა. ძაღლს, რომელსაც არ აძლევდნენ გასამრჯელოს, აღარ გააგრძელა ვარჯიშის შესრულება. მეტიც, მას ემჩნეოდა სტრესი, გაღიზიანება და ეჭვიანობა მეორე ძაღლის მიმართ.


Zooclub

ამ ექსპერიმენტმა დაგვანახვა, რომ ძაღლი, არამარტო ეჭვიანი, არამედ სამართლიანიც არის. ამ დროს ძაღლები გამოყოფენ იმავე ჰორმონ – ოქსიტოცინს, რომელსაც ადამიანები ეჭვიანობის, ან სიყვარულის დროს. ასე რომ, ძაღლებს შეუძლიათ გარკვეულ სიტუაციებში გამოავლინონ ეჭვიანობის ნიშნები.

ტეგები