გამოკვლევების შესახებ Daily Mail მოგვითხრობს. მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ ურთიერთობდნენ თავშესაფრის ძაღლები ადამიანებთან. ასევე იმას, თუ როგორ ურთიერთობდნენ შინაური ძაღლები პატრონებთან და გარეშე პირებთან.
კვლევამ აჩვენა, რომ ზეპირ შექებაზე ძაღლები მაშინ რეაგირებენ, თუ ისინი კარგად იცნობენ ადამიანს, რომელიც მათ აქებთ. ხოლო ხელით შეხებაზე ისინი ყოველთვის პასუხობენ, მაშინაც კი, თუ მათ უცხო ეფერებათ. ამასთან, ძაღლები არასოდეს იღლებიან მოფერებით, იმის
როგორც აღმოჩნდა, ძაღლის ტვინში ისევე, როგორც ადამიანის ტვინში, არის ნაწილი, რომელიც ემოციებით შეფერილ ხმაზე რეაგირებს. ამასთან, ძაღლები ერთნაირად რეაგირებენ როგორც თავისი ძმების ყეფაზე, ისე ადამიანის ხმაზე. ტვინის მოცემული ნაწილის შიგნით არსებული ცალკეული მონაკვეთები რეაგირებენ ცალკეულ ემოციებზე, მაგალითად სიხარულზე.