საწოლის მოწყობა
შინაურ ძაღლებს მგლებისთვის დამახასიათებელ პოზაში სძინავთ.
შეიძლება, თქვენს ოთხფეხა მეგობარს ძაღლის საწოლი ჰქონდეს, მაგრამ დასაძინებლად მაინც მოკეცილი დაწვება. ასეთი პოზა, ველურ ბუნებაში, ბალახის გათელვასა და შესაბამისად, მოხერხებული საძინებელი ადგილის მოწყობაში ეხმარებათ. ველური ძაღლი, თუ შესაძლებელია, მცენარეებს შორის წვება; ის ნაკლებად ეტანება ღია ადგილს. ასე იმალება ძილის დროსაც, როდესაც შედარებით დაუცველია.
ძილისგუდები
სხვა მტაცებელი სახეობების მსგავსად, ველური ძაღლებიც, დღის უმეტეს ნაწილს, ძილში ატარებენ. შესაძლოა, ეს
მოხერხებული მოკალათება
მგლებს ასე მოკეცილებს იმიტომ სძინავთ, რომ სხეულის სითბო შეინარჩუნონ და სახე თოვლისგან დაიცვან. შინაურ ძაღლებიც, თავიანთი გარეული წინაპრებივით, იმავე პოზაში იძინებენ.
ძილის ყოველდღიური რეჟიმი
შინაური ძაღლები მალევე ეჩვევიან ერთსა და იმავე დროს ძილს, როგორც თავიანთი ყოველდღიური რეჟიმის ნაწილს; თუმცა, ამ ჩვევაზე შეიძლება, გავლენა მოახდინოს ამინდისა და სეზონის თავისებურებებმა. მათ ავდარში ნაკლებად აინტერესებთ გარეთ სიარული და დიდხანს სძინავთ. თუ მოულოდნელად გაჩნდება თქვენთან ერთად გარეთ გასვლის შესაძლებლობა, იგი დაუყოვნებლივ გამოიღვიძებს და ხალისით გაგყვებათ გარეთ. გარკვეულ როლს თამაშობს ასაკიც - სიბერესთან ერთად, სულ უფრო მეტხანს სძინავთ.
ტკბილი ძილი
შინაური ძაღლები ხშირად იზმორებიან ძილში. ამ შემთხვევაში, მათთვის უფრო მოსახერხებელია პენოპლასტიკის მარცვლებით სავსე ტომარაზე ძილი, ვიდრე ძაღლის მაგარ საწოლზე.
სიზმარი
ძაღლებს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, უყვართ მოკეცილებს ძილი, მაგრამ ხშირად გვერდზეც წვებიან და იჭიმებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში თბილა. ძილის დროს, ხშირად ეტყობათ, რომ სიზმარს ხედავენ- იწყებენ წრიალს და ფეხებით სირბილის მსგავს მოძრაობებს აკეთებენ. თუმცა, ძილის დროს ყოველთვის ასე არ ხდება. მსგავსი ნიშნები ცხადჰყოფს, რომ ძაღლი შევიდა ძილის ე.წ. თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზაში, სადაც სიზმარს ხედავს. ამ დროს ქუთუთოები დახუჭული აქვს, მაგრამ თვალები მოძრაობს.
ხვრინვა
ძაღლის ზოგიერთი ტიპი, მაგალითად მასტიფი, განსაკუთრებით ხმამაღლა ხვრინავს.
მძინარე ძაღლის გაღვიძება
არ გირჩევთ მძინარე ძაღლის შეხებას, რადგან უეცრად გამოფხიზლებულმა შეიძლება, აგრესია გამოავლინოს. უბრალოდ დაუძახეთ და ისიც, როგორც წესი, ძალზე სწრაფად გამოიღვიძებს.
მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით