13 ყველაზე უშნო ძაღლი
13 ყველაზე უშნო ძაღლი
ძაღლები საუკეთესო ერთგული მეგობრები არიან. თქვენი ოთხფეხა მეგობრები შეგიყვარებენ ისეთებს, როგორებიც ხართ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ვიზუალობასა და ხასიათს.
შეგიძლიათ, თქვენც მათთვის იგივე გააკეთოთ, თუ გყავთ ისეთი ოთხფეხა ბინადარი, რომელმაც შესაძლოა, ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვოს კონკურსზე?

კონკურსი, "ყველაზე უშნო ძაღლი მსოფლიოში" უკვე 26 წელია ტარდება, ყოველწლიურად. ამ ტიტულის მოსაპოვებლად კალიფორნიაში არა ერთი ძაღლი პატრონებთან ერთად იბრძვის. ორგანიზატორების თქმით, ეს არ არის ის კონკურსი, სადაც ცხოველი დაცინვის ან დამცირების ობიექტია, აქ ძაღლების პატრონებს ეძლევათ შანსი, თავისი ოთხფეხა ბინადარი წარმოაჩინონ
მისი "ბრწყინვალებით".

სემი

Zooclub

სემი დაუმარცხებელი კონკურსანტი იყო ყველაზე უშნო ძაღლებს შორის. ის რამდენიმე წლის განმავლობაში
ფლობდა ყველაზე უშნო ძაღლის ტიტულს. ვუზუალობასთან ერთად, სემს ძალიან ცუდი ხასიათიც აღმოაჩნდა, ის ყველაზე და ყველაფერის მიმართ აგრესიით იყო განწყობილი. ძაღლი 2005 წელს კიბოს დიაგნოზით 14 წლის ასაკში დაიღუპა.

მანჩკინი- გლამურული დედოფალი

Zooclub

ჩვენს ჩამონათვალში მეორე ადგილს მეტისი, სახელად მანჩკინი იკავებს. რატომ გლამურული დედოფალი?! ის იმდენად ცნობილი ძაღლია, რომ თანამშრომლობს რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც ძაღლებისთვის სხვადახვა აქსესუარებს უშვებს. მანჩკინი არა ერთხელ ყოფილა ტელე-შოუების ვარსკვლავიც. ყველაფერთან ერთად, ძაღლს საკუთარი "ფან-კლუბი" აქვს ინტერნეტ სივრცეში.

ძაღლი, სახელად აგლი

Zooclub

აგლის რთული, თუმცა ბედნიერი ისტორია აქვს. ის თავისი ვიზუალობის გამო, თავშესაფარში მიატოვეს. იქ მიიღო სახელი აგლიც (ugly), რაც ინგლისურად მახინჯს ნიშნავს. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ აგლი სამუდამოდ დარჩებოდა თავშესაფარში, თუმცა მან დიდ ბრიტანეთში ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვა და თავშესაფართან მისი აყვანის მსურველების რიგი დადგა. პირველი, რაც მისმა ახალმა პატრონმა გააკეთა, აგლის სახელი შეუცვალა და მეგობარი (friend) დაარქვა. დღეს მეგობარი ბედნიერად ცხოვრობს ახალ ოჯახთან ერთად.

მის ელლი

Zooclub

თქვენ აღნიშნავდით მის ელის დღეს 12 ნოემბერს? მის ელი თავის ქალაქში, პენიონ ფორჯში (ტენესის შტატი), ნამდვილი დედოფალი იყო. ამ ძაღლის დამსახურებით, 100 000 დოლარი შეგროვდა ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. ქალაქის მერმა, კეტი ბელიმ 12 ნოემბერი გამოაცხადა მის ელის დღედ. ძაღლმა იცოცხლა 17 წელი მოსიყვარულე ოჯახთან ერთად.

ელვუდი

Zooclub

2007 წლის კონკურსის გამაჯვებული, რომელმაც ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპვა.

ჰაბლი

Zooclub

პაბლი შემთხვევით მოხვდა კონკურსზე და მთავარი გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის კონკურსზე არ იყო ოფიციალურად დარეგისტრირებული. ყველას გასაოცრად, ის უპატრონო ძაღლი აღმოჩნდა და როგორც გაირკვა, იქ შემთხვევით მოხვდა. ორგანიზატორებს სურდათ მისთვის ტიტულის ჩამორთმევა, თუმცა ჟიურიმ ეს არ დაუშვა. ჰაბლიმ კონკურსზევე იპოვა მოსიყვარულე ოჯახი.

პასკალი

Zooclub

ამ ძაღლის წინაპრებიც გენეტიკურად, დეფექტებით არიან ცნობილნი. პასკალის დედაც და ბებიაც ყველაზე უშნო ძაღლის ტიტულის მფლობელები არიან, ხოლო მისი ბაბუა, სახელად ჩი-ჩი, რეკორდის წიგნშიც კი შევიდა, რადგან მსგავსი კონკურსების მრავალგზის გამაჯვებულია.

სამფეხა გასი

Zooclub

გასს ჰქონდა სამი თათი, ერთი თვალი და სიმსივნე, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, რომ გასს ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული და პატრონისთვის ბევრი ფული მოეპოვებინა.

ბოქსიორი პაბსტი

Zooclub

პაბსტი ერთ-ერთი ძაღლია, რომელმაც მოიგო კონკურსი პატარა, უშნო ძაღლებს შორის. ამ ძაღლზე მხოლოდ ცნობილია ის, რომ მას ჰქვია ყველაზე იაფფასიანი ლუდის სახელი, რომელიც მისი პატრონის საყვარელი სასმელია.

ქოსა პრინცესა ები

Zooclub

პირნცესამ ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული 2010 წელს მოიპოვა.

პანუტი

Zooclub

პანუტი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჩემპიონია, რომელმაც 2014 წლის ტიტული მოიპოვა. მას თავისი გარეგნობით არა ერთხელ მოუწევს ინტერესით განწყობილი საზოგადოების "მოჯადოება".

კვაზიმოდო

Zooclub

კვაზიმოდო არ არის ჩემპიონი, თუმცა მისი გარეგნობიდან გამომდინარე, ისიც იმსახურებს ყველაზე უშნო ძაღლის ტიტულს. კვაზიმოდო დაიბადა უამრავი დეფექტით, თუმცა ის ჩვეულებრივი სიცოცხლის მოყვარული ძაღლია. ბოლო კონკურსზე, მან მეორე ადგილი დაიკავა.

რემბო

Zooclub

კიდევ ერთი ძაღლი საოცარი გარეგნობით, თუმცა მან ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა მთავარი პრიზი. ის პატარაა და სამომავლოდ გამაჯვების დიდი შანსი აქვს.

ასევე იხილეთ:

"სამმა ვეტერინარმა გვითხრა, რომ ის ვერ იცოცხლებდა"

კატა, რომელიც ტუჩის და ცვირის გარეშე დაიბადა

პიგი - ძაღლი, რომელიც ნახევარი ტანით დაიბადა

mariam xabalashvili
ჩემი აზრით შეიძლება ეს ძაღლები დაავადებულები არიან რაიმე პრობმემების გამო, მაგრამ არ არსებობს მახინჯი ძალღები
მარი =)
ტრას გვანან,ჩემი აზრით ყველაზე მახინჯია ძაღლი სახელად: "სემი"
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?