უპატრონო ძაღლი, შეჯიბრში მონაწილე, შვედების გუნდს შეუერთდა
უპატრონო ძაღლი, შეჯიბრში მონაწილე, შვედების გუნდს შეუერთდა
ამაზონის გაუვალ ტყეში ყოველწლიური ჩემპიონატი სათავგადასავლო ლაშქორბაში  (Adventure Racing World Championship) გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას შვედეთიდან ჩასული 4-კაციანი გუნდი იღებდა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, მაიკლ ლინდორდის (შვედების გუნდის კაპიტანი) გუნდმა დასვენება გადაწყვიტა, რომ შემდეგი დღისთვის ძალები მოეკრიბათ. უეცრად, მათ სიახლოვეს უპატრონო ძაღლი გაჩნდა და სევდიანი თვალებით მიაცქერდა, როგორ მიირთმევდნენ გუნდის წევრები საკვებს. მაიკლმა თავისი ულუფა ძაღლს უწილადა. ის იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათ გუნდის მეხუთე წევრი, არტური შეიძინეს.

Zooclub

შეჯიბრი შემდეგ დღეს განახლდა. გუნდის წევრები საშინელ ტალახსა და გაუვალ ადგილებში შეუჩერებლად მიდიოდნენ, თუმცა
ძაღლს უკან არ დაუხევია. როდესაც ისინი გაჩერდნენ დასასვნებელად, საკვებიც ხუთ ნაწილად გაყვეს, რათა არტურსაც ეჭამა.

Zooclub

"ჩვენ გავხსენით ჩანთები და ბოლო ულუფა ამოვიღეთ. ხუთ ნაწილად გავყავით, რადგან არტური საშინლად ძალაგამოცლილი ჩანდა, თუმცა არ აპირებდა ჩვენს მიტოვებას."- ამბობს მაიკლი.

არტურმა გუნდთან ერთად 692 კმ გაიარა, თუმცა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად,  ბოლო გამოცდა კაიაკინგის საშიშ მდინარეში იყო. შეჯიბრის ორგანიზატორებმა გუნდის კაპიტანი გააფრთხილეს, რომ არტურის წაყვანა მდინარეზე საფრთხეს შეუქმნიდა ძაღლსაც და გუნდის წევრებსაც. შვედების გუნდი ძაღლს სამუდამოდ დაემშვიდობა და კაიკაში (გასაბერი ნავი) ჩასხდნენ. როდესაც მდინარეში შეცურეს ძაღლი მათ გაჰყვა, თუმცა დინება მეტად სწრაფი იყო და არტურს უჭირდა ცურვა. მაიკლმა არ მიატოვა გასაჭირში მყოფი ცხოველი, მოკიდა ხელი და კაიაკზე აიყვანა.

Zooclub

"ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ძაღლი უკვე ჩვენი გუნდის წევრი იყო და არ უნდა გვეღალატა მისთვის. თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა, მას გასაჭირში არ მივატოვებდი. მან გუნდთან ერთად ბოლომდე იბრძოლა. როცა ამოვიყვანე, სიცივისგან კანკალებდა. ჩემი თერმული მოსაცმელი მოვახვიე, რათა არ გაყინულიყო."-ამბობს მაიკლი.

Zooclub

როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ჯგუფმა სამხრეთ ამერიკის დატოვებამდე, არტური ვეტ-ექიმთან მიიყვანა. ის დასუსტებული და უძლური იყო, თუმცა უპატრონო ძაღლის ისტორია აქ არ დამთავრებულა. მაიკლმა გადაწყვიტა ყველა საჭირო საბუთის გაკეთება, არტურის შვედეთში წასაყვანად.
მართლაც ასე მოხდა, არტური დღეს არის შვედეთში, სადაც დროებითი გამოსაცდელი კარანტინი აქვს, შემდეგ მაიკლი მას სახლში წაიყვანს. 

Zooclub

მართალია, შვედეთის გუნდმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა მათ შეიძინეს ერთგული მეგობარი არტურის სახით, ხოლო არტურმა "მოიგო პრიზი"  - ახალი მოსიყვარულე ოჯახი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?