ერთგული ძაღლი გარდაცვლილ პატრონს საავადმყოფოში თითქმის ერთი წელი ელოდა... (+ვიდეო)
ერთგული ძაღლი გარდაცვლილ პატრონს საავადმყოფოში თითქმის ერთი წელი ელოდა... (+ვიდეო)
საოცარმა და სევდიანმა ისტორიამ, კიდევ ერთხელ უკვდავყო ძაღლის ერთგულება.

ნოვოსიბირსკის ქალაქ კოლცოვოს რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ვლადიმერ ბესპალოვმა მოგვითხრო, რომ ძაღლი, სახელად მაშა საავადმყოფოში მყოფ დვურეჩიეს მცხოვრებთან რეგულარულად მორბოდა. იანვარში პაციენტი დაიღუპა. მას შემდეგ ერთგულმა სახლმა საავადმყოფოს შესასვლელის შორიახლოს დაიდო ბინა.

Zooclub

მისი სახლში დაბრუნება ორჯერ სცადეს, მაგრამ მაშა კვლავ ბრუნდებოდა საავადმყოფოში. მაშა - მშვიდი, მორჩილი ძაღლი, რომელიც არავის არაფერს უშავებდა, პაციენტებს ძალიან შეუყვარდათ. ის ექიმებს უჯერებდა. იცოდა, რომ პირველი სართულის კორიდორის იქით, მისთვის შესვლა არ შეიძლებოდა.

Zooclub

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ
მას ისეთი პატრონი გამოუჩნდეს, ვისგანაც არასოდეს გამოიქცევა". - ამბობდა ვლადიმერ ბესპალოვი, რომელიც ასევე სიხარულით დასძენდა, რომ
ადამიანები, რომლებიც ძაღლს ეხმარებიან საუკეთესო თვისებებს ავლენენ.

Zooclub

აკადემქალაქის უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის ხელმძღვანელი, გალინა კლებჩეს აზრით ძაღლმა თავისთვის საუკეთესო ვარიანტი აირჩია. "რადგან ის საავადმყოფოსთან დარჩა, მაშასადამე მას შესანიშნავი პატრონი ჰყავდა", - აღნიშნავს ის.

იხილეთ რეპორტაჟი მაშას შესახებ

ბევრი ძაღლი, აღმზრდელის სიკვდილის შემდეგ, უარს ამბობს იმ ადგილიდან წასვლაზე, სადაც პატრონი ბოლოს ნახეს. ყველასთვის ცნობილია ისტორია იაპონელი ძაღლ ჰაჩიკოზე, რომელიც რკინისგზის სადგურში 9 წელი ელოდა პატრონს.

ახალი ამბების 21 ნოემბრის სიუჟეტში ნათქვამია, რომ მაშას ახალი პატრონი გამოუჩნდა.

"ნოვოსიბირსკელმა ჰაჩიკომ" ახალი სახლი იპოვა. უსახლკარო მაშას, რომელიც ნახევარ წელიწადზე მეტ ხანს ერთგულად ელოდა დაღუპულ პატრონს კოლცოვსოეს საავადმყოფოში, ახალი პატრონი უპოვეს.

ძაღლი ნაუკოგრადში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა წაიყვანა. მთავარი ექიმის თქმით, სანერვიულო არაფერია. ძაღლი სანდო ხელშია და ახალ გარემოს და მზრუნველ პატრონს ეჩვევა.

იხილეთ რეპორტაჟი მაშას ბედნიერად დაბინავების შესახებ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?