უცნობმა დაშავებული ძაღლის ოპერაციისთვის 6 000 დოლარი გადაიხადა (+ვიდეო)
უცნობმა დაშავებული ძაღლის ოპერაციისთვის 6 000 დოლარი გადაიხადა (+ვიდეო)
ეს ამბავი ნამდვილი საშობაო საჩუქარია ძაღლისთვის, რომელსაც სრულიად უცხო ადამიანმა სიცოცხლე შეუნარჩუნა. კერი რეტერმა, რომელიც ფეხის ოპერაციისთვის დაწვა კლინიკაში, თავისი ჩაუ ჩაუს ჯიშის ძაღლი, სახელად დალილა მეგობარს რამდენიმე დღით დაუტოვა. თუმცა, ძაღლი სახლიდან გაიქცა. კერის მეგობარმა ის ვერ იპოვა. მეორე დღეს კერის ვეტერინარმა დაურეკა და უთხრა, რომ დალილას მანქანამ დაარტყა და მისი ფეხი საშინელ მდგომარეობაში იყო. ამ ფაქტის ერთ-ერთმა მოწმემ და ადამიანმა, რომელიც მანქანას მართავდა ძაღლი სასწრაფოდ ვეტ ექიმთან წაიყვანეს.

კერის ექიმმა უთხრა, რომ მდგომარეობა სავალალო იყო, თუმცა, პიროვნებას, რომელმაც დალილა
კლინიკაში მიიყვანა, სურდა, სრულად დაეფინანსებინა ძაღლის მკურნალობა. კერი არ დათანხმდა ამ შეთავაზებას და მიიღო მეტად
რთული გადაწყვეტილება: ექიმს თხოვა, ძაღლისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაეკეთებინა.

შემდეგ დღეს კერის ვეტერინარმა ისევ დაურეკა და უთხრა, რომ დალილა ცოცხალი იყო. უცხო ადამიანმა, რომელიც გასი კაუკუტაკია, ძაღლის ოპერაცია დააფინანსა 6 000 დოლარით. ძაღლს ფეხის ამპუტირება დასჭირდა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. 

"ეს საოცარი გრძნობაა, თითქოს ვალდებულად ვთვლიდი თავს, რომ ეს ძაღლი გადამერჩინა. ბედნიერი ვარ, რომ ვიღაცას სიცოცხლე ვაჩუქე, ეს ჩემგან საშობაო საჩუქარი იყო."- ამბობს გასი.

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, კერი შეხვდა გასს, რომელმაც დალილა სახლში მიუყვანა. კერიმ ძაღლის გადამრჩენელს "შობის ანგელოზი" დაარქვა. კერი გაოცებული იყო ამ ადამიანის ჰუმანური და უანგარო საქციელით.
პატრონმაც და ძაღლმაც ფეხის სერიოზული ოპერაცია გადაიტანეს, ამიტომ კერი და დალილა თავიდან სწავლობენ სიარულს.


იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

5 საოცარი ისტორია ცხოველებზე

ძაღლი კატას მშობიარობის დროს დაეხმარა

მეტროპოლიტენში გადარჩენილი ლეკვის ამბის გაგრძელება

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?