ცნობილი პიტ ბული, სახელად შარკი, გარდაიცვალა
ცნობილი პიტ ბული, სახელად შარკი, გარდაიცვალა
პიტ ბული შარკი ცნობილი გახდა სამოყვარულო ვიდეოებით, რომლებსაც მისი პატრონი ხშირად ათავსებდა ინტერნეტ სივრცეში. ცხოველს საკუთარი გვერდიც აქვს Facebook-ზე, სადაც ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს. ის გამორჩეული პიტ ბული იყო, რადგან ყველა სახეობის ცხოველთან მეგობრობდა, თამაშობდა და ზრუნავდა მათზე.
შარკი 22 დეკემბერს, სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. მის Facebook -ის გვერდზე გაჩნდა ბოლო წერილი შარკის სახელით: 

"მოგესალმებით ყველას,

სამწუხაროდ, ჩემი დრო ამიოწურა და თუ თქვენ ამას კითხულობთ, მე უკვე აღარ ვარ ცოცხალი. მინდა განვაცხადო, რომ სიმსივნესთან ჩემი ბრძოლა დასრულებულია. ბოლო სურათი გუშინ გადავიღე. იმის მიუხედავად,
რომ ძალიან ავად ვიყავი, ჩემი ბოლო ღიმილიც ბედნიერი იყო. მე გავიკეთე ლიმფომას რამდენიმე ოპერაცია, თუმცა,
ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, სიმსივნე ვერ შევაჩერეთ.

Zooclub























ჩემო საყვარელო თაყვანისმცემლებო, ყოველთვის მემახსოვრებით. ძალიან მომენატრება "დედაჩემი" ელენი, "მამიკო" და მათი შვილი სპენსერი. მომენატრება ყველა ცხოველი, ვისთანაც ვმეგობრობდი: იგუანა, ზღვის გოჭი, გარეული ჩიტები, ბაყაყები და კურდღლები... მე ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი პოზიტიური და ბედნიერი. იმ ვიდეო რგოლებმა, სადაც ვმონაწილეობ, მინდა, მოგიტანოთ სიხარული და სიყვარული. ასევე მინდა, იცოდეთ, როგორები არიან სინამდვილეში პიტ ბულის ჯიშის ძაღლები.

სამწუხაროა, რომ ვერ ვნახე ჩემი მეგობარი სპენსერის, რომელიც ჯერ 10 თვის არის, პირველი ნაბიჯები. თუმცა, ვეცდები, მის გაზრდას თვალი ცისარტყელიდან ვადევნო.
ყველა ძალიან მიყვარხართ, თქვენი შარკი!"

იხილეთ ვიდეო



jiji
ცხოველზე,"გარდაიცვალა"-ს არ ამბობენ! ცხოველი კვდება!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?