ამერიკელმა ქალბატონმა თავის ბალონკას წელიწადში 100 000 დოლარი უანდერძა
ამერიკელმა ქალბატონმა თავის ბალონკას წელიწადში 100 000 დოლარი უანდერძა
ნიუ-იორკის მცხოვრებმა შეძლებულმა ქალბატონმა როუზ-ენ ბოლასნიმ ანდერძში თავისი მალტიური ბალონკა ჩართო. "New York Post"-ის ცნობით, დოკუმენტის თანახმად, ძაღლი, სახელად ბელლა მია პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ყოველთვიურად 100 000 დოლარს მიიღებს.

Zooclub

ბოლასნის თქმით, ბალონკა მას შვილივით უყვარს.
“ბელა მია კარგ ცხოვრებას არის მიჩვეული და მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, მის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება”, - ყვება 60 წლის ქალბატონი.

Zooclub

ბალონკას აქვს
თავისი საძინებელი ოთახი ორადგილიანი საწოლით. ასევე გარდერობი, სადაც აქვს ათასამდე ჩასაცმელი და აქსესუარები, ბრილიანტის დიადემას ჩათვლით. "he Daily Mail"-ის ცნობით, ბალონკა თავის პატრონთან ერთად სადილობს, ხოლო მოგზაურობის დროს, ხუთვარსკვლავიან რესტორნებს სტუმრობს.

ბოლასნიმ აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას - ბალონკას მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფას, შვილებმაც დაუჭირეს მხარი.
“ჩემი შვილები უკვე დიდები და წარმატებულები არიან. მათ არ სჭირდებათ ჩემი ფული. ისინი ხედავენ რამდენად გაგვაბედნიერა ბელა მიამ მე და ჩემი მეუღლე”, - ამბობს ქალბატონი.

Zooclub

ბელა მია, რომელმაც ძაღლების მრავალ შოუში გაიმარჯვა, ამჯერად ვერ შეძლო რეკორდსმენი ყოფილიყო იმ ცხოველებს შორის, რომლებსაც პატრონებმა ანდერძით დიდი თანხა დაუტოვეს. ამერიკაში უმდიდრესი ძაღლი იყო თეთრი ბალონკა, სახელად “პრობლემა”, რომელსაც პატრონმა, მილიარდელმა ლეონა ხელმსლიმ გარდაცვალების შემდეგ, 12 მილიონი დოლარი დაუტოვა.

2008 წლის ივნისში, მანხეტენის სასამართლოს დადგენილებით, ძაღლს 10 მილიონი დოლარი ჩამოართვეს და ქველმოქმედებას მოახმარეს. “პრობლემა” 2011 წლის ივნისში დაიღუპა.

anuki
მაგარია
მანანა-შ
ამ ქალბატოპნის საქციელი სისულელედ მიმაჩნია მაგ დალოცვილს ცხოველთა თავშესაფრისთვის რომ დაეტოვა უფრო ზნეობრივი და გამართლებული იქნებოდა. მე ვფიქრობ მას მხოლოდ თავის ,,ცუგო” უყვარდა და არა საერთოდ ცხოველები (ეს ჩემი პირადი აზრის)
102010
ეგ ძაღლი მიგაკვდეს სულში...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?