ძაღლის 10 ჯიში ზარმაცი ადამიანებისთვის
ძაღლის 10 ჯიში ზარმაცი ადამიანებისთვის
გიყვართ ძაღლები, თუმცა, არის შემთხვევები, როცა გეზარებათ მათი გასეირნება? ამ შემთხვევაში, ძაღლის აყვანისას უნდა გაითვალისწინოთ ჯიშიდან გამომდინარე მისი ყველა თვისება.

თუ თქვენც არ მოგწონთ აქტიური ცხოვრება, ქუჩაში სეირნობას მშვიდად სახლში მოკალათებას ამჯობინებთ, ამასთანავე, სურვილი გაქვთ, ძაღლმა ხშირად არ მოგთხოვოთ ეზოში გაყვანა, ეს ძაღლის ჯიშები თქვენთვის საუკეთესოა:

ნიუფაუნდლენდი

Zooclub

ეს ჯიში ცნობილია, როგორც "ალერსიანი გიგანტი". მას არ სიამოვნებს, როდესაც სხვადასხვა ბრძანების შესრულებას ასწავლიან, თუმცა, ძუნძულით და უნიათოდ მაინც იმეორებს. ისინი ისეთი ზარმაცები არიან, ზოგჯერ შესაძლოა, ვერც დაძრათ ადგილიდან, რომ სასერინოდ გაიყვანოთ.

ში
ცუ


Zooclub

მხიარული ძაღლი, მას მხოლოდ ერთი რამ მოსწონს, ჩაეხუტოს თავის პატრონს, მოეფერონ და ყოველთვის ამყოფონ
ყურადღების ცენტრში, თუმცა, მისი სიზარმაცე შედარებითია სხვა ენერგიულ ძაღლებთან მიმართებაში, მაგალითად, ტერიერთან.

ჩაუ- ჩაუ

Zooclub

ამ ჯიშის ძაღლს ხშირად ლომს (როდესაც ისვენებს სავანაში) და დათვს (როდესაც იზამთრებს ბუნაგში) ადარებენ. თვისებებით შეიძლება, შინაურ კატასაც მივამსგავსოთ (როდესაც სძინავს 25 საათი დღეში). ჩაუ ჩაუ სხვა ძაღლებთან შედარებით არ გამოირჩევა ენერგიულობით. იგი საკმაოდ დინჯი ცხოველია.

სენბერნარი

Zooclub

უსამართლობა იქნებოდა, სენბერნარი არ დაგედანაშაულებინათ სიზარმაცეში. თუ მან მყუდრო ადგილი ნახა, სადაც გემრიელად დაიძინებს, მას ზრადაც არ მოუვა, რომ მისი ეზოში გასვლის დროა.

გრეიჰაუდი

Zooclub

მისიმა  ვიზუალმა შეიძლება შეგაცდინოთ და იფიქროთ, რომ ის ბედნიერია, როცა დარბის და ენერგიას ხარჯავს, რაც  ძალიან კარგადაც  გამოსდის, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა. გრეიჰაუდი ბუნებით ზარმაცი გრძელფეხება ჯიშია.



ბულმასტიფი

Zooclub

საკმაოდ ჩაბრსკვნილი უხეში შესახედაობის ძაღლია, თუმცა, ვერც კი წარმოიდგენთ იმდენად თბილი და მოსიყვარულეა. თუ თქვენ არჩევანს მასზე შეაჩერებთ, სასურველია, შეიძინოთ კიდევ ერთი დივანი, რომელიც სპეციალურად მისთვის იქნება განკუთვნილი.

გერმანული დოგი

Zooclub

ამ ჯიშის ძაღლები ძალიან ზარმაცები არიან და მათთვის უსიამოვნოა, როდესაც პატრონი დიდხანს სირბილსა და სეირნობას აიძულებს.

ინგლისური ბულდოგი

Zooclub

ინგლისური ბულდოგი - ეს ის ჯიშია, რომელსაც ზურგით ძილი და ხვრინვა ეზოში სეირნობას ურჩევნია.

ფრანგული ბულდოგი

Zooclub

როდესაც სპეციალისტები ამ ჯიშის ძაღლს აღწერენ, ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი, მშვიდი ძაღლი და ამ დადებით თვისებებთან ერთად, ამასთანავე, ძალიან ზარმაცი.

ბასეტი

Zooclub

ძალიან ენერგიული და ცელქია, თუმცა, მხოლოდ ლეკვობისას. ზრდასრული ბასეტი უპირატესობას მხოლოდ სიზმარში სირბილსა და სიცელქეს ანიჭებს.

ასევე იხილეთ:

როდის ამბობს პატრონი ძაღლზე უარს?

5 ყველაზე ძვირადღირებული ჯიშის ძაღლი საქართველოში

10 ყველაზე მოსიყვარულე ძაღლის ჯიში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?