როგორ ვაჩვენოთ ჩვენი სითბო და სიყვარული ძაღლს?
როგორ ვაჩვენოთ ჩვენი სითბო და სიყვარული ძაღლს?
ადამინების უმეტესობას გონია, რომ ძაღლს უყვარს მოფერება და ჩახუტება, მაგრამ ძაღლების უმრავლესობას ეს არ სიამოვნებთ, განსაკუთრებით ბავშვების უხეში მოფერება, როდესაც ყურებს ან ბეწვს ქაჩავენ და ა.შ.

როგორ უნდა ვაჩვენოთ ძაღლს ჩვენი სიყვარული? 

კვებეთ ის ხარისხიანი საკვებით, ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ფორმაშია თქვენი ძაღლი, თუმცა, არ აჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე ეს მას სჭირდება.

ხშირად მოეფერეთ თქვენს ძაღლს: ძაღლისთვის უმნიშვნელოვანესია იმის განცდა, რომ ის უყვართ, აფასებენ და ზრუნავენ მასზე. მას მოსწონს, როდესაც ყელზე, თავზე ან ზურგზე ფხანთ, ამას იგი, როგორც მოფერებას ისე აღიქვამს.

დააჯილდოვეთ თქვენი ძაღლი: ძაღლს ძალიან უხარია, როდესაც პატრონი მოულოდნელად ეძახის და გემრიელ სასუსნავს აწვდის. ხშირად
გაათამამეთ მსგავსი საჩუქრებით.

ვარჯიში და თამაში: ძაღლს სჭირდება ყოველდღიური სირბილი, ფიზიკური დატვირთვა, როდესაც ეზოში სასეირნოდ გაიყვანთ, ეცადეთ დრო დაუთმოთ და ეთამაშოთ რამდენიმე წუთით მაინც.

ესაუბრეთ თქვენ ბინადარს: ძაღლებს მოსწონთ, როდესაც მათთან საუბრობთ, თუმცა, ჟესტების ენაზე, ის აუცილებლად "გამოგელაპარაკებათ" თავის ენაზე.

ეცადეთ ყოველდღიურად გაატაროთ თქვენს ძაღლთან გარკვეული დრო, რომელსაც მხოლოდ მათ დაუთმობთ, თუნდაც ტელევიზორის ყურებისას. მიეცით ნება გვერდით დაგიჯდეთ, მოეფერეთ და ის ყოველთვის მადლიერი იქნება თქვენი კეთილგანწყობით.

ასევე იხილეთ:

რა ვიცით ძაღლის სხეულის ნაწილზე - ენაზე

როგორ იქცევა ძაღლი, როდესაც თავს გვაწონებს...

ხედავს თუ არა ძაღლი სიზმარს?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?