30 ათასი დოლარი ჩაირიცხა, ძაღლის მკურნალობისთვის, რომელიც პატრონის გადარჩენას ცდილობდა
30 ათასი დოლარი ჩაირიცხა, ძაღლის მკურნალობისთვის, რომელიც პატრონის გადარჩენას ცდილობდა
ბოქსიორის ჯიშის ძაღლი, სახელად კარმენი, რომელმაც მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა პატრონისთვის თავგანწირული გადარჩენისთვის, ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს.

როგორც გახსოვთ, ჩვენს გვერდზე დაიწერა ინფორმაცია ძაღლზე, რომელმაც აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ცეცხლმოკიდებული სახლიდან უგონო პატრონი, 33 წლის ბენჯამენ ლადფორდი, შესასვლელამდე ქეჩოთი მიიყვანა, თუმცა, ბოლისგან ისიც ცუდად გახდა და გონება დაკარგა. მაშველებმა პატრონი და ძაღლი სახლის შესასვლელში იპოვეს. კარმენი პატრონის სახეზე იყო გადაფარებული, რომ ბოლისგან დაეცვა იგი. 

სამწუხაროდ, ბენჯამენი  კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო.

კარმენს ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა არა მარტო აშშ-ში, არამედ სხვა მრავალ ქვეყანაში. თანხა, რომელიც კარმენის გადარჩენისთვის
შეგროვდა 30 ათასი დოლარია. აშშ-ს გარდა, მის გადასარჩენად ძაღლის სახელზე თანხა ჩაირიცხა ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ.

ვეტერინარების თქმით, ბოლო დღეებში ძაღლის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად სუნთქვა და დამოუკიდებლად საკვების მიღება.

იხილეთ ამბის დასაწყისი: 

მან ყველაფერი გააკეთა თავისი პატრონის გადასარჩენად, თუმცა...(+ფოტო)
manana-sh
წაიკითხონ ეს სტატია ძაღლთმოძულეებმა! მადლობა სტატიის ავტორს რომ ეს კარგი ამბავი შეგვატყობინა.
LIZA
ღმერთმა ბევრი მისცეს ყველა იმ ადამიანს ვისაც ცხოველებისთვის არაფერი ენანება. საწყალი ძაღლი, ეხლა უფრო ცოდოა როცა მიხვდება პარტონი დაიღუპა და აგარ ყავს.
avtor
კომენტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?