დაკარგული ძაღლი 6 წლის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა (+ვიდეო)
დაკარგული ძაღლი 6 წლის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა (+ვიდეო)
ცხოველთა მოყვარული ადამიანისთვის, რთული იქნება, ემოციის გარეშე წაიკითხოს ამბავი ძაღლზე, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

მეისი ბიგლის ჯიშის ძაღლია, რომელიც მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდა. ერთ დღეს სახლთან ახლოს, ტყის პირას ოჯახის წევრ ბავშვებთან ერთად თამაშობდა, როცა უკვალოდ გაქრა.
ოჯახი ძაღლს თვეების განმავლობაში ეძებდა, განაცხადეს პოლიციაშიც, მისი სურათები ქალაქში გაავრცელეს, თუმცა, ამაოდ. 

პარკერი ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ის 4 წლის იყო, როცა ძაღლი დაიკარგა. იმ დღის შემდეგ ისე არ დაუძინია, რომ არ ელოცა მეისის დაბრუნებისთვის. საბოლოოდ, ოჯახის ყველა წევრს პარკერის გარდა, ძაღლის
პოვნის იმედი გადაეწურა.

ძაღლის დაკარგვიდან 6 წლის შემდეგ, სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ცხოველთა გადარჩენის ცენტრიდან
რეკავდნენ. ცენტრის წარმომადგენელმა პატრიკის დედას უთხრა, რომ ბიგლის ჯიშის ძაღლი, რომელიც რამდენიმე დღეა თავშესაფარში შემოიყვანეს, ძალიან გავდა მათ დაკარგულ მეისის.

იმავე დღეს, მთელი ოჯახი თავშესაფარში მივიდა. ძაღლის პატრონები ცრემლებს ვერ მალავდნენ, როცა თავიანთი საყვარელი ოთხფეხა ბინადარი დაინახეს.

"მეისი უკვე 12 წლის არის, თუმცა, ადრინდელივით თბილი და მოსიყვარულეა. დანახვისთანავე გვიცნო და ჩაგვეხუტა. ადრეც ასე იცოდა, როცა ავიყვანდი, მხარზე თავს მადებდა და ახლაც იგივენაირად მოიქცა."- ამბობს პატრიკის დედა.

პატრიკი ბედნიერი და გახარებულია, მას თავისი ოთხფეხა მეგობარი დაუბრუნდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა

გოგონამ ერთი წლის წინ, ტაიფუნის დროს დაკარგული ძაღლი იპოვა

ბავშვმა სიხარულისგან იტირა, როცა დედამ 2 თვის დაკარგული კატა მიუყვანა

mzia mamrikishvili
დზალიან ემოციური ამბავია მეც მკავს უსაკვარლესი პრანგული პუდელი მას გარკვეული ადგილი უკავია ცემ ოჯახსჰი უკვე ასაკი აკვს და ვნერვიულობ როცა აგარ მეკოლება მის ადგილს ალბატ ვერავინ ვერ დაიკავებს არასოდეს არ მკოლია ასერი ერდგული და მოსიკვარულე მეგობრები მოკლედ ვიცი რომ ერტი დიდი ტკივილი მეკნება გადასატანი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?