15 წლის ძაღლისთვის, რომელსაც სიარული აღარ შეუძლია, პატრონმა გამოსავალი მოძებნა (+ვიდეო)
15 წლის ძაღლისთვის, რომელსაც სიარული აღარ შეუძლია, პატრონმა გამოსავალი მოძებნა (+ვიდეო)
იკე 15 წლის ძაღლია, რომელსაც ვეტ ექიმებმა ძვლის სიმსივნე დაუდგინეს. მას აღარ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული და მის პატრონს, რისა ფელდმანს, ექიმებმა უთხრეს, რომ ძაღლს 6 თვის სიცოცხლე დარჩენია.

იკეს მშვიდი სიბერე და მზრუნველი პატრონი ჰყავს. ძაღლს ყოველთვის უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, ჰქონდა აქტიური ცხოვრების წესი და ბოლო დროს განიცდიდა, როცა გარეთ დიდ დროს ვეღარ ატარებდა. რისამ ის თავშესაფრიდან 12 წლის წინ აიყვანა, რის შემდეგაც განუყრელ მეგობრებად იქცნენ. 

პატრონი ძალიან განიცდიდა ძაღლის მდგომარეობას, ამიტომ გადაწყვიტა, მიემართა  ხელოსნებისთვის, რომლებიც აუწყობდნენ ძაღლისთვის კომფორტულ ეტლს.

როცა ხელოსნებმა იკეს
ამბავი გაიგეს, მას საჩუქარი გაუკეთეს და სრულიად უფასოდ აუწყეს მისთვის მოსახერხებელი ეტლი.

Zooclub

"ყავის დასალევად ხშირად
ვსტუმრობ კალიფორნიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ღია კაფეს. იკეც მიმყავს ეტლით და ჩემს გვერდით არის. მისი სახე ბრწყინავს, როცა ხალხის გარემოცვაშია. ის კმაყოფილი ადევნებს თვალს ადამიანებს."- ამბობს ძაღლის პატრონი.

სამწუხაროდ, 15 წლის ძაღლს სულ რამდენიმე თვე დარჩა სიცოცხლისთვის, თუმცა, პატრონი მაქსიმალურად ეცადა მისი ბოლო დღეები ბედნიერებით აევსო.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

რას ნიშნავს "თავის მიბჯენა" კედელთან

წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა

"მჯერა, რომ ის დამეხმარა გამოჯანმრთელებაში"
ირმა -s
კარგი ადამიანი ხარ, გაიხარე!
ირმა
მესმის ამ ძაღლის პატრონის,ჩემი ფისო 17 წლის ხდება მაისის ბოლოს.ჯანზეა,მაგრამ თვალის პეობლემა გაუჩნდა,მე ბოლომდე მოვუვლი და ვიზრუნებ მასზე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?