ის 5 დღე დარბოდა გაყინული ტბის ზედაპირზე, თუმცა, გამოსვლას ვერ ახერხებდა (+ვიდეო)
ის 5 დღე დარბოდა გაყინული ტბის ზედაპირზე, თუმცა, გამოსვლას ვერ ახერხებდა (+ვიდეო)
დაკარგული ძაღლი პატრონს 5 დღის შემდეგ დაუბრუნდა. შავი ლაბრადორი, სახელად კიმბერლი სახლიდან გაიქცა 30 კმ-ის მოშორებით და შემთხვევით აღმოჩნდა ყინულით დაფარული ტბის ზედაპირზე, საიდანაც ვეღარ გამოდიოდა. 

ცუდი ამინდის გამო, მაშველები რამდენიმე დღე ცდილობდნენ მის გამოყვანას. რამდენიმე მცდელობის შემდეგ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ სპეციალური ნავი, რომელიც ყინულზე დადის. კიმბერლის თავიდან ნავის გამოჩენის შეეშინდა, თუმცა, შემდეგ მიხვდა, რომ მას ეხმარებოდნენ. ძაღლი სამაშველო ნავისკენ გაიქცა და დიდი სიხარულით ახტა ნავზე.

კიმბერლი ვეტ-ექიმთან წაიყვანეს. საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ექიმი გაკვირვებული დარჩა. ძაღლი 5 დღე ყინვაში,
მოყინულ მდინარეზე იყო და მას ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. 

Zooclub

"მისი დაბრუნება ყველაზე ბედნიერი
მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან განვიცდიდი კიმბერლის დაკარგვას."- ამბობს ძაღლის პატრონი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა მომაკვდავი ფრინველი გაყინული ტბიდან ამოიყვანა

მან Facebook-ით შეიტყო, რომ ირმები გაყინული ტბიდან ვერ გამოდიოდნენ

ყინული გატყდა და ის ტბაში ჩავარდა



ლია
ux! მაინტერესებს თქვენ რომ ერთი წლისა იყავით, თქვენ თუ გაგებინებდნენ რამეს!!!!
ux
ასეთი იდიოტი ძაღლი არმინახავს,ვერაფერი გავაგებინე 2 კვირაა.1 წლისა მომცეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?