კარი იხსნება და "ანგელოზი" ადამიანების დასახმარებლად მიიჩქარის (+ვიდეო)
კარი იხსნება და "ანგელოზი" ადამიანების დასახმარებლად მიიჩქარის (+ვიდეო)
ეს ამბავი გაგითბობთ გულს და მოგგვრით სასიამოვნო ღიმილს. მიესალმეთ, ეს ნალაა. ის მინიატურული პუდელია, რომელმაც ინტერნეტ სივრცეში არა ერთი თაყვანისმცემელი შეიძინა. ნალა მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მას პატრონიც ჰყავს დიუგ დაუვსონი, რომელიც ადრე ამავე თავშესაფარში მუშაობდა და მოხუცებს წამლებით ამარაგებდა.

5 წლის ნალა ყოველთვის ხვდება ვისთან უნდა მივიდეს და ვის უნდა უწილადოს თავისი სითბო. პაციენტები მისი დანახვისას ხალისიანები ხდებიან, ავიწყდებათ დროებით მაინც თავიანთი გასაჭირი და ტკივილი.

Zooclub

ძაღლებს თერაპიისთვის სპეციალურად ამზადებენ, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს
დაეხმარონ. ამ პროფესიას ძაღლები და კატებიც ძალიან კარგად ართმევენ თავს. ისინი ადამიანებს უმსუბუქებენ ტკივილს და
ცდილობენ, თავი კარგად აგრძნობინონ.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ჩემს საუკეთესო მეგობარს - "მინდა, ყოველთვის გახსოვდე"

მოერიდეთ "ოსკარს"

როგორ მივიზიდოთ წარმატება მანეკო-ნეკოს დახმარებით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?