პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე
ტრაგიკული ამბავი მოხდა დანიაში, სადაც მამაკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე მას შემდეგ, რაც  ხელისუფლებამ პიტბულის ჯიშის ძაღლი ჩამოართვა  და ძაღლს ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაუკეთა. 

მიზეზი დანიაში ამ ჯიშის ძაღლების აკრძალვაა. ძაღლს არაფერი დაუშავებია. "დანაშაული" მხოლოდ მისი არსებობა იყო იმ ქვეყანაში, სადაც ეს ძაღლები აგრესიული ჯიშის რიგებში არიან შეყვანილნი.

ძაღლს ერქვა ზანტო, რომელიც ეკუთვნოდა 27 წლის მამაკაცს დენისს. პატრონი 8 დღე იბრძოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ჯიშის ძაღლებს ადამიანებისთვის საფრთხე არ მოაქვთ, თუმცა, ამაოდ. უდანაშაულო ზანტო ევთანაზიისთვის სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

დენიმ
ვერ გაუძლო იმ ნერვიულობას, რაც თავისი ძაღლის დაკარგვამ გამოიწვია და ჭარბი რაოდენობის მედიკამენტების მიღებით, სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.

Zooclub

19 აპრილს Facebook-ის ძაღლების მოყვარულთა გვერდზე დაიწერა შემდეგი ტექსტი:

"ზანტო გამოგლიჯეს დენის ხელიდან, რადგან მისი ჯიშის ძაღლების ყოლა სახელმწიფომ აკრძალა. ზანტოს არაფერი დაუშავებია. ის იყო თბილი, კეთილი, მხიარული ძაღლი. მისი პატრონი 8 დღე ცდილობდა ძაღლის გადარჩენას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა, რადგან კანონის წინაშე უძლური იყო."

2014 წლის ივლისიდან დანიაში ამოქმედდა "აქტი ძაღლებისთვის", რომელიც შეიცავს ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალოს შემდეგი ჯიშის ძაღლები:

პიტბული

ტოსა ინუ

ფილა ბრაზილეირო

არგენტინული დოგი

ამერიკული ბულდოგი

ბურბული

კანგალი

ტორნიაკი

შუა აზიური ნაგაზი

სამხრეთ რუსული ნაგაზი

ქართული ნაგაზი

ჩამონათვალიდან, რამდენიმე ჯიშის ძაღლი 1991 წლიდან არის აკრძალული დანიის ტერიტორიაზე.

ეს ტრაგიკული ისტორიაა დენისა და მისი პატრონის შესახებ. ისინი სახელმწიფოში არსებულ დაუნდობელ წესებს შეეწირნენ.

ani
იქაც გუგული იღებს კანონებს?
დიანა
საშინელებაა
მამუკა-s
დაიმახსოვრე, მომავალში ეს სიტყვები სანანებლად გაგიხდება! არ არის გამორიცხული მომავალში მათ ადგილას დაბრუნდე! ისევე მოგექცევიან, როგორც შენ ექცევი ამ საბრალო ცხოველებს! და კიდევ, როგორც შენ იკბენები ამ კომანტარით, ასე არცერთი ცხოველი არ იკბინება!
tatia
მოკლედ, მაგარი დემოკრატიაა......
rusudan
ეს იგივეა,დასაჯო ადამიანი იმის გამო,რომ გარიბია და სჰეიდზლება რამე მოიპაროს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?